ალექსანდრე ყაზბეგი – “ეპიზოდი”

1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის ქართველმა სტუდენტმა – იოსებ ლაღიაშვილმა ამავე სემინარიის ქართველთმოძულე რექტორი – პავლე ჩუდეცკი განგმირა,რასაც ამ 20 წლის ახალგაზრდა კაცის 20 წლით სახალინზე გადასახლება მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ მკვლელობას,გაზეთმა “ივერიამ” საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ იოსები “ივერიამ” სომეხ ახალგაზრდად მოიხსენია (ცნობისათვის,ლაღიაშვილი – ლაგიევად,ანუ სომეხად,თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში მოიხსენია ანტონ ჩეხოვმაც).იოსების სომეხად მოხსენიებას ისეთი მშვიდი,ზრდილობიანი და კეთილშობილური ხასიათით სახელგანთქმული ქართველი მწერალი და მამულიშვილიც კი აღუშფოთებია,როგორიც გახლდათ – ალექსანდრე ყაზბეგი (1848-1893 წლები).იგი “ივერიაში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ,წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ერთობ აღელვებული შევარდნილა და გააფთრებულს იაკობ მანსვეტაშვილისთვის უთქვამს: “გადაეცი თქვენს ილიას (მხედველობაში ალექსანდრეს ჰყავდა “ივერიას” მთავარი რედაქტორი – ილია ჭავჭავაძე),რომ მაგისთანა სისულელის დაწერა მეორედ აღარ გაბედოს.რად უარვყოფთ ლაღიაშვილის ქართველობას,პირიქით,თავი უნდა მოგვქონდეს,რომ ჩვენგან გამოვიდა გამბედავი ახალგაზრდა,რომელმაც კისერი მოუგრიხა იმას,ვინც ჩვენს ეროვნულ ღირსებას ფეხქვეშ სთელავდა და აფურთხებდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>