ამონარიდები გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის დრამიდან – “მის სარა სამპსონი”

“თუკი მამა აპატიებს შვილს შეცდომას, მაშინ შვილმაც ისე უნდა დაიჭიროს თავი, რომ სრულებითაც აღარ იფიქროს ამ შეცდომაზე. ან კი ვის ეხალისება ისეთი რამის გახსენება, რაც ერჩივნა სულაც არ მომხდარიყო”.

* * *

“მომაკვდინებელ  უსიამოვნებათა, უმძიმეს შეურაცხყოფათა მიტევება უნდა იყოს ის ნეტარება, რომელიც მთლად მოიცავს ადამიანის სულს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“არიან იმგვარი ჯურის ადამიანები, რომელნიც ყველაზე უხალისოდ პატიებას იღებენ. იღებენ, და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ იციან, სხვებს როგორ უნდა მიუტევონ. ესენი ამაყი, უდრეკი ადამიანები არიან, რომელთაც არაფრის დიდებით არ სურთ გამოტყდნენ, რომ უმართებულოდ მოიქცნენ”.

* * *

“თქვენ, მამაკაცებმა, თვითონაც არ იცით, რა გინდათ ხოლმე. ხან ჩვენი ორაზროვანი სიტყვები და უწმაწური ხუმრობა მოგწონთ, ხანაც აღტაცებაში მოჰყავხართ მხოლოდ და მხოლოდ სათნოებაზე საუბარს, როცა თავს ისე მოგაჩვენებთ, გეგონებათ, შვიდივე ბრძენი ერთად ალაპარაკდაო. მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ თქვენ ერთიც გბეზრდებათ და მეორეც. ჩვენ შეგვიძლია თავი მოგაჩვენოთ ჭკვიანადაც და თავქარიანადაც, სერიოზულადაც და მხიარულადაც, მაგრამ ასეც და ისეც ამაო რჩება ჩვენი ცდა, რომ ერთგული გაგხადოთ”.

* * *

“მაშ იმას, ვინც სათნოა, აღარც ერთი შეცდომა არ უნდა მოუვიდეს? ერთადერთ შეცდომას ნუთუ ისეთი საბედისწერო ძალა აქვს, რომ შეუძლია მთელი რიგი შეუბღალავი წლები გაანადგუროს? მაშინ აღარც ერთი ადამიანი სათნო არა ყოფილა. მაშინ სათნოება მოჩვენებითი ყოფილა, რომელიც სწორედ მაშინ უჩინარდება ჰაერში, როცა გგონია, რომ მაგრად გიჭირავს ხელში. მაშინ სად არის ისეთი ბრძენი, რომელიც ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას ჩვენსავე ძალებს შეუფარდებს? მაშინ ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი ის ყოფილა, რომ მუდამ დასჯისკენ მივისწრაფოდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>