ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“შეინარჩუნე კეთილი გრძნობები და გულისხმიერება,რომლებიც ძლიერ ადამიანებს ყოველთვის განასხვავებენ.ასეთ ადამიანებს შესწევთ უნარი ყოველ მწვერვალს დაეუფლონ,თუგინდ ამისათვის სიღატაკის ჭაობში ჩაფლულებს დიდი დრო დასჭირდეთ”. – ონორე დე ბალზაკი (ათეისტის წირვა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ინტრიგა,რომელსაც გარშემო ფეხი მოუკიდებია – მდაბალთა ხვედრია: “ჩემო მეგობარო,სათუთ სულიერ თვისებათა მქონე ძლიერი ადამიანები,როდესაც უფრო მაღალ სფეროში უწევთ მოქმედება,ვერ იჩენენ უნარს,ჩვეულებრივი ადამინებივით მოაწყონ ინტრიგები,მათ აკლიათ მოსაზრება და მოხერხებულობა”. - ონორე დე ბალზაკი (ათეისტის წირვა)
* * *
“ადამიანებს მხოლოდ მეფეთა და დიდკაცთა ამბავი აინტერესებთ,რაც არავის არგია”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი)
* * *
“ცრურწმენით დამახინჯებულ ადამიანსაც უყვარს საუბრის მოსმენა ბუნებისა და სათნოების მიერ მინიჭებულ ბედნიერებაზე”. – ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი)
* * *
“მადლისმქნელს ღმერთი არასოდეს სტოვებს დაუჯილდოებლად”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი)
* * *
“ღმერთს მიმართე,ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იგი განაგებს თავის ნებაზე,ღმერთი გცდის დღეს,რათა ხვალ დაგაჯილდოოს.გახსოვდეს,მიწაზე იმიტომ ვცხოვრობთ,რომ სათნოების გზით ვიაროთ”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი)
* * *
“როდესაც ცხოვრების გამოცდილებას მიიღებთ,გაიგებთ მოსამსახურე კაცის უბედურებას.მიხვდებით,რა ადვილია,რომ იგი ვინმეს წინააღმდეგ განაწყო,ძალიან ხშირად მოსამსახურე კაცი უღირს ოინბაზს ადვილად აძლევს იმას,რაც ღირსეულს,მოკრძალებულ ადამიანს ეკუთვნის”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი)
* * *
“მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი გზის ამრევ მოჩვენებას დასდევს და მერე ჩადენილი შეცდომისათვის ზეცას უთვლის სამდურავს”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რად გინდათ,რომ სხვა ადამიანებისგან გამოირჩეოდეთ? ეს არაბუნებრივი გრძნობაა,რადგან,ყველა რომ ამ გრძნობას დაემორჩილოს,თითოელ ჩვენგანს თავის მეზობელთან ომი ექნება.დაკმაყოფილდით,შეასრულოთ თქვენი მოვალეობა იმ მდგომარეობაში,რომელიც განგებამ მოგცათ.დალოცეთ თქვენი ბედი,რომელიც ნებას გაძლევთ დამოუკიდებელი სინდისი გქონდეთ და არ გაიძულებთ დიდებულებივით პატარა ადამიანთა სინდისი გქონდეთ და არ გაიძულებთ,არც პატარა ადამიანებივით გხდით იძულებულს ლუკმაპურისათვის დიდებულთა ფერხთ ფორთხავდეთ.თქვენ ისეთ ქვეყანაში,ისეთ მდგომარეობაში ხართ,სადაც არსებობისათვის არ გჭირდებათ არც ვინმეს მოტყუება,არც მლიქვნელობა,არც თავის დამცირება,როგორც ეს უხდება ევროპაში ბედნიერების მაძიებელ ადამიანთა უმრავლესობას.აქ თვენი მდგომარეობა არ გიშლით იყოთ სათნო,კეთილი,სამართლისმოყვარული,გულწრფელი,განათლებული,თავშეკავებული.ამისათვის არავითარი სასჯელი არ გელით,არც არავითარი დაცინვა შელახავს თქვენს გონებას,რომელიც ჯერ მხოლოდ იფურჩქნება.ცამ მოგანიჭათ თავისუფლება,ჯანმრთელობა,კარგი სინდისი და მეგობრები.ასე ბედნიერი ის მეფენიც არ არიან,რომელთა წყალობასაც ნატრულობთ”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი)
* * *
“ნიჭი უფრო იშვიათია,ვიდრე დიდი გვარიშვილობა და სიმდიდრე.ნიჭი,რასაკვირველია,ყველაფერზე დიდი სიკეთეა,რადგან მას ვერც ვერავინ წაგართმევს და ყოველგვარ პატივისცემას მოგიხვეჭს.მაგრამ ნიჭი ძალიან ძვირად ფასობს.მისი განვითარება მოითხოვს მრავალგვარი ტანჯვის გადატანას,იშვიათ გრძნობიერებას,რაც თავისთავად გვაუბედურებს და ჩვენს უბედურებას კიდევ ისა ზრდის,რომ თანამედროვენი გვდევნიან.საფრანგეთში მოსამართლეს სრულიად არ შეშურდება მხედრის დიდება,არც მხედარს მეზღვაურის სახელი,მაგრამ იქ ყველა გზას გადაგიღობათ,რადგან ყველას თავისთავი დიდი ჭკუის პატრონი ჰგონია.თქვენ ამბობთ ხალხს ვემსახურებიო,მაგრამ ის გლეხი,რომელიც ერთი ძნით მეტ მოსავალს მოიწევს,ხალხს უფრო დიდ სამსახურს გაუწევს,ვიდრე წიგნის დამწერი”. - ბერნარდენ დე სენ-პიერი (პოლი და ეჟენი) – (ავტორი გენია.ჯი)