რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობებიდან…
„სხვასთან რომ გეზარება მისვლა, ეგ იმისაა, ნურც ჩემთან მოხვალთო”. – (თოვლი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მდიდრები გღალატობენ, მეფევ! – ბიჭმა ღონივრად შეკუმშული ხორკლიანი მჯიღი ნიკაპთან მიიტანა, – მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზოები, გაჭირვებაში გამოჩეჩქილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რა უნდა მოვუფრთხილდეთ”. – (ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები)
* * *
„სიკვდილის დროს ყველანი ერთნაირები ვართ, შვილო, ადამიანებიც და ცხოველებიც”. – (მგლის მოკვლა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჭკუა დიდი საქონელია! თუ ჭკუა გაქვს, არავინ მოგკლავს”. – (ცისარტყელა)
* * *
„როდესაც ჩვენ, დიდებს, ხანდახან გვიჭირს ან ავადმყოფობა გვაწუხებს, ანდა საზოგადოებაში ჩვენი მდგომარეობა, მაშინ გონების სიღრმეებში გაფაციცებით დავეძებთ ბედნიერ წუთებს, რომლებმაც უნდა დაგვიდასტუროს, რომ ცხოვრება ბრძოლად ღირს.
და, წარმოიდგინეთ, ასეთი წუთები უმთავრესად ჩვენს ბავშვობაში იყრის ხოლმე თავს”. – (ჩემი ბავშვობის ეზოები)
* * *
„ღიმილს არაფერი სჯობს ქვეყანაზე”. – (პატარა ბიჭების ფიქრები) -ავტორი გენია.ჯი)