ამონარიდები ლევან გოთუას მოთხრობიდან – „სერაფიტი”
“ყველაზე უფრო დიდი სულიერი სიმტკიცე,ადამიანს სიკვდილის პირას სჭირდება… ალბათ,აქვს კიდევაც… მაშინ არის ბუნებრივად სულ მარტო და სულ განწირული… მით უფრო თუ ამა ცხოვრების სიყვარულისა და სათნოების გზებზე ამაოდ დაშვრა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველაზე უფრო დროს ნდომებია მომწიფება!..”
* * *
” – პირადი უკვდავება იქნებ,ღმერთების წესია… ისიც საეჭვო… მე არც ისეთი მედეგი წარმართი ვარ,რომ სასწაულდაკარგული კაცის უკვდავება დავიჯერო… ამის იქით – მხოლოდ საფლავის ქვა დარჩა!.. ქვა და სიტყვა!”
* * *
“ერის უკვდავებას ბუნებითა და მოწოდებით ქალი უფრო ემოღვაწება,ერის დიდება კი მამაკაცის ასპარეზია! შენ სულს აჯახირებ,ქალი კი მალე ბავშვსა შობს! ერის უკვდავების სასწაული შენი სიყვარულის გარეშეც… უშენოდაც ბუნებრივად მიმდინარეობს!”
* * *
“იცოდე მონის ენის სიგრძეა საშიში, არა ხელები!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ჩვენ ყველას გვიყვარს,მაგრამ ჩვენთვის გვიყვარს,ჩვენი ქვეყანა!.. ცალმხრივია ეს სიყვარული და მე ვშიშობ – ცალთვალაც!
მე ვდუმდი,ის განაგრძობდა…
- ქვეყანა არც მხოლოდ ასპარეზია,ჩვენი სამოქმედო… არც ხატი – მხოლოდ სალოცავი…
…ვდუმდი…
…განაგრძობდა…
- მაინც ქართველი ადამიანის ძარღვებში დასჯილ-დატყვევებულ ღმერთ-კაცის – ამირანის სისხლი ბრუნავს… ჩვენ ზედმეტ თავისუფლებას ვიჩემებთ, ღმერთი კი მიჯაჭვული დაგვრჩა!”
* * *
” – მე კი უბედური ვარ,რადგან დროს,რომელშიაც დავიბადე – უსაშველოდ აკლია სიკეთე!.. აკლია სიკეთე! ხოლო უსიკეთოდ უბედურია ყველა! ყველა…”
* * *
” – ჩემო ღმერთებო! რამდენი ფიქრი წაუღია მიცვალებულს… ამიტომ თუ არის ასე მძიმე მისი სასახლე!”
* * *
“სიკვდილი სპობს,ხან კი უფრო აჩენს ადამიანს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გულში უნდა გიჯდეს ერი,არა მხოლოდ ხმალში და ხახაში!”