რატომ მოიხადა ბოდიში ალფონს დოდემ?!

მას შემდგომ,რაც პირველად, 1872 წელს გამოიცა დიდი ფრანგი მწერლისა და დრამატურგის – ალფონს დოდეს (1840-1897 წლები) შესანიშნავი რომანების ციკლი (ტრილოგია) – “ტარტარენ ტარასკონელი”,ავტორი დიდი კრიტიკის ობიექტად იქცა.როგორც ცნობილია,აღნიშნულ რომანში მოქმედება მიმდინარეობს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კომუნა – ტარასკონში,რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,რომანის მთავარი გმირის სახელი თავდაპირველად გახლდათ – ბარბარენ ტარასკონელი და როგორც აღმოჩნდა,ამ სახელისა და გვარის ადამიანიც ტარასკონში ცხოვრობდა.ბარბარენის ოჯახი კი თავის მხრივ განრისხდხა ბარბარენის კურიოზული სიტუაციების გამო და ნაწარმოების ავტორს სასამარათლოში ჩივილით დაემუქრა.შესაბამისად,დოდე იძულებული გახდა ბარბარენი ტარტარენით ჩაენაცვლებინა.საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ალფონსის რომანში საკუთარი თავი ამოიცნო მისივე ბიძაშვილმა,რომელმაც სამუდამოდ გადაემტერა მწერალს.ასე,რომ ალფონს დოდეს არა მხოლოდ საკუთარი ბიძაშვილი და ბარბარენის ოჯახი,არამედ მთელი ტარასკონიც კი გადაემტერა.მოგვიანებით,დოდემ ერთ-ერთ შემდგომ გამოცემას შესავალიც კი დაურთო სათაურით: “ამ წიგნის ისტორია”,რომელშიც წერდა:

“უკვე თხუთმეტი წელია,რაც ტარტარენის თავგადასავალი გამოვეცი.ტარასკონმა,დღემდე არ მაპატია… მსმენია,რომ ყოველ დილას,როცა პატარა პროვინსული ქალაქი თავის დარაბებსა და ფარდულებს აღებს,ბერტყავს ხალიჩებს დიდი რონის სიოს მონაბერზე,ყოველი სახლის ზღურბლთან,ყველა ფანჯრიდან აღმართულია გაბრაზებული მუშტი,ჩანს შავი თვალების მრისხანე მზერა და ერთადერთი ბრაზიანი შეძახილი პარიზის მიმართულებით: ოჰ,ეს დოდე,ერთი გაუბედავს აქ ჩამოსვლა!.. დღესაც,როცა სამხრეთში მივდივარ,ტარასკონთან გული მეკუმშება ხოლმე; ვიცი,რომ დღესაც გაბრაზებული არიან ჩემზე,რომ ჩემი წიგნები იქ არ იყიდება… ამიტომ ვსარგებლობ ამ გამოცემით და საჯაროდ ბოდიშს ვუხდი ტარასკონელებს.ტარასკონი,ეს სარულიად შემთხვევით,მისი სამხრეთული ჟღერადობის გამო ავირჩიე”.

გარდა ამისა,ალფონსი აღნიშნავდა: “პარიზის ნისლსა და ტალახიან ქუჩებში,მის შფოთიან ცხოვრებაში მეგონა სიცილის ხალისი დამეკარგა,მაგრამ არა,ტარტარენმა მაგრძნობინა,რომ სიცილი კიდევ შემეძლო და ვეცადე,სხვებსაც გაეცინათ”… (ავტორი გენია.ჯი)

ალფონს დოდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>