ი.ილფისა და ე.პეტროვის რომანიდან – “თორმეტი სკამი”
“ვერავითარმა არგუმენტებმა ვერ უნდა შეგაცვლევინოთ ის ნაბიჯი,რომლის გადადგმასაც გარემოება გაიძულებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ”.
* * *
” – დემოკრატია – უპირველეს ყოვლისა,ბატონებო!”
* * *
” – მოქმედება საჭიროა,მაგრამ ყვირილი კი საჭირო არ არის”.
* * *
“სტატისტიკამ ყველაფერი იცის.მან ისიც კი იცის,თუ რამდენი სტატისტიკოსია ქვეყნად”.
* * *
“უნდა გვახსოვდეს,ბავშვები – სიცოცხლის ყვავილებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიბერეში შესული ქალი ბევრი უსიამოვნების მსხვერპლი ხდება: შეიძლება კბილები დასცვივდეს; თმები გაუთეთრდეს და გაუთხელდეს; ისიც შეიძლება,რომ ქოშინი აუტყდეს და უზომოდ გასუქდეს,ან,პირიქით,ძალიან გახდეს.მაგრამ ხმა კი არ შეეცვლება.ხმა სიბერეშიც ისეთივე ექნება,როგორიც გიმნაზიაში სწავლის დროს,ან გათხოვების ჟამს,ან ჭაბუკი არშიყის სატრფოდ ყოფნისას ჰქონდა”.
* * *
“დიდი ადამიანები სიცოცხლეში ორჯერ ოხუნჯობენ.ეს ოხუნჯობანი მათ დიდებას ჰმატებენ და ისტორიაში უკვდავჰყოფენ”.
* * *
“მე პროტესტს ვაცხადებ! უფლება არა გაქვთ… ბოლოს და ბოლოს,კანონი არსებობს! არა,რეგვენებისთვის კანონი არ წერია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დამკრძალავი კანტორა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”.