ამონარიდები გიორგი ლეონიძის ნოველიდან – “ციციკორე”
” – გაიგონე,რა გითხრა,საქართველოს ცხრა კარი აბია! ეს დაიხსომე კარგად! თვითეული კარის ყარაულად უნდა გამოდგე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ერთი რამ არ დაივიწყო: ომში სიმღერით უნდა შეხვიდე! ნატყვიარი არ ინაღვლო!”
* * *
” – სახელი არ დააგდოთ მიწაზე! სირცხვილი დიდი ქვა არის! სახელი არ გაასრესინოთ ამ ქვას!”
* * *
“კაცს ვერ გამოიცნობ ისე,როგორც გარედან ლებანს კირკიტ კაკალში!”
* * *
” – არა,განთვისება ნუ გვინდა! გეთაყვა,ნუ იტყვი,მე იმერელი ვარო,მე კახელი ვარო,მე მეგრელი ვარო! ერთი ძუძუს შვილები ვართ! ერთმაგე უნდა იყოს ერი,რით ვარგა გათვითებული,განცალკევებული”.
* * *
” – ვინც მორჩილია და გამგონი,ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს,ვისაც სახლისა,სოფლისა და მამულის უფროსი სწამს,იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის,იმას არც ვაზი უგდებს ყურს,არც თავთავი!”
* * *
“ხომ გაგიგონიათ: ნუ დააგდებ ძველსა გზასა,ნურცა ძველსა მეგობარსაო! მამა-პაპას უთქვამს და კარგადაც! რა სჯობია გატკეპნილ გზას,ნაცადს,ნავალს! რათ გინდა ახალი გზა კლდე-ღრეში გაყვანილი,წამისწამ სახიფათო?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქვეყანა უპატრონო ნუ გგონიათ,ქვეყანას ვიღაცა პატრონობს! ვიღაცა უჩინარი და იმისი გეშინოდეთ,ნუ გააჯავრებთ!”
* * *
“სიბერე ლომსაც მორევიაო!”
* * *
” – სიმართლე სუსხია? ისე ღმერთმა მე მიშველა,რამდენჯერ ყავარჯენიც აყვავებულა სიმართლით!”
* * *
“ყოველთვის ასე ყოფილა,გულმდუღარებით მხოლოდ თავის თაობას დასტირიან წმინდა,გულწრფელი ცრემლით თანამედროვენი!” – (ავტორი გენია.ჯი)