ონორე დე ბალზაკის პორტრეტისათვის…
უცნაურია… თუმცა ბევრი დიდებული ნაწარმოები შეუქმნია არსებობისათვის ბრძოლას,ბევრი,დიდებული და გასაოცარი.ყველას თუ არ ჩამოვთვლით,თუნდაც გენიალური ფრანგი მწერლის – ონორე დე ბალზაკის “ადამიანური კომედია” კმარა ამის სამაგალითოდ. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ მაინც რაღაც არის აქ უცნაური: “ადამიანური კომედია” ფულის ძიებაში იქმნებოდა,ფული მოჰქონდა ავტორისათვის,თანაც არც თუ ისე ცოტა ფული.მიუხედავად ამისა ბალზაკი ვალებიდან მაინც ვერ ამოდიოდა.თუმცა ჰო,ვალებში ჩავარდნილიყო თუ უვალოდ იყო,იგი მაინც ლიტერატურული წყაროებით,ანუ თავისი უკვდავი რომანებით ცხოვრობდა.
ჰო,უცნაურია… ბალზაკს ჯერ რომანი არც კი დაეწერა,რომ ჰონორარი უკვე აღებული ჰქონდა,აღებულიც და გაფლანგულიც.საინტერესოა ის გარემოება,რომ ონორე ჰონორარის ნაწილს მხოლოდ სათაურის წარდგენითაც კი იღებდა.გამომცემლებს ონორესათვის ქისები გახსნილი ჰქონდათ,ბალზაკს კი მათში ორივე ხელი ჰქონდა ჩაჩრილი.ფაქტია,რომ გენიალური ფრანგი მწერალი საკმაოდ დიდ ფულს აბნევდა.შემდეგ კი დღე და ღამეს ასწორებდა რომ გამომცემლების წინაშე აღებული ვალდებულება შეესრულებინა. და ბალზაკიც ასრულებდა, და მერე როგორ - “ადამიანური კომედია”,”შაგრენის ტყავი”,”მამა გორიო”,”გობსეკი”,”პოლკოვნიკი შაბერი”,”ვენდეტა” და … – (ავტორი გენია.ჯი)