რევაზ ჯაფარიძის რომან-ტეტრალოგიიდან – „მძიმე ჯვარი”
„ერთგულებასაც, როგორც ყველაფერს ამ წუთისოფელში, საზღვარი აქვს. შენი ერთგულები ერთგულებას მანამ გაგიწევენ და გვერდიდან არ მოგშორდებიან, სანამ ეს ერთგულება და სიმტკიცე საღ გონებას ექვემდებარება. მერე კი ყველა თავის გზას იპოვნის და შენ სულ მარტო დარჩები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კარგი და სანატრელი ის არის, მეფეო, რომ რუსეთი უძლეველი ქვეყანაა და მომავალში, თუ ღმერთმა პეტრე დიდივით ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი მეფეები აღირსა, კიდევ უფრო უძლეველი, სწორედ მეორე ბიზანტიონი გახდება, – მაგრამ ეს უძლეველობა და სიდიადე მის ახლო და შორეულ მეზობლებს ვერაფერს არგებს. დიდ რუსეთს კუჭიც დიდი აქვს და ყველაფერს, რასაც შიგ ჩაყრი, ადვილად ინელებს. უნდა ვიცოდეთ, რომ მის კუჭში მოხვედრილი, ვინც არ უნდა იყო და რა კეთილი ზრახვებითაც არ უნდა სულდგმულობდე, შენს პიროვნულ სახეს დაჰკარგავ და მისი სხეულის ნაწილად იქცევი. ორი ათასი წლის განმავლობაში სწორედ ამის გამო ვეომეთ აღმოსავლეთს, ზღვა სისხლი იმისათვის ვაქციეთ, რომ ქართველობა შეგვენმარჩუნებინა, ჩვენს ქვეყანაში, მაღალმა ღმერთმა რომ გვარგუნა, ბატონ-პატრონი ჩვენვე ვყოფილიყავით, ეკლესიაში ჩვენებურად გვეწირა და შვილი და მომავალი მამა-პაპის კვალზე დაგევყენებინა”.
* * *
„წამხდარი და გასაცოდავებული კაცი იმისაა, რომ ყოველმა გლახამ ფეხი დაადგას და გადაქელოს!”
* * *
„ძრწოდეს ის, ვინც ერს გადაიკიდებს და აიმხედრებს!” – (ავტორი გენია.ჯი)