მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებიდან – “თეატრალური რომანი”
“ეშმაკსაც წაუღია ენა! საქმე ენა არ გახლავთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უპირველეს ყოვლისა ცხოვრება არის საჭირო,ამისათვის კი ფული უნდა იშოვო”.
* * *
“გახსოვდეთ,მეგობრების დავიწყებაზე ცუდი არაფერია!”
* * *
“რას იზამ – ვისაც თევზი უნდაო,ფეხიც სველი უნდაო”.
* * *
“სულმოკლეობისა და საკუთარი თავის რწმენის უქონლობაზე უარესი ქვეყნად არაფერია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ლიტერატორებო,საკუთარი გმირები უნდა გიყვარდეთ,ამის გარეშე არავის ვურჩევ,კალამს ხელი მოჰკიდოს.იცოდეთ,უდიდეს უსიამოვნებას გადაეყრებით”.
* * *
” – ყველა დიდ ადამიანს თავისი ფანტაზიები აქვს”.
* * *
“ადამიანის მეხსიერება საოცრად არის მოწყობილი.თითქოს ყველაფერი ახლახან იყო,ამბავთა მწყობრი თანმიმდევრობის აღდგენას კი ვერა და ვერ ახერხებ.ჯაჭვს რგოლები ამოსცვენია! რაღაცას იხსენებ,თვალწინ ცოცხლად წარმოგიდგება,სხვა ყველაფერი კი დაფშვნილი,დაფანტული,მხოლოდ ჩენჩო და კიდევ რაღაც წვიმა ჩაგრჩენია მეხსიერებაში”.
* * *
“როგორ შეიძლება კაცს მოეწონო,თუ იგი თავად არ მოგწონს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველ ხელოვნებას თავისი კანონები,საიდუმლოებანი და ხერხები გააჩნია”.