ამონარიდი ნაირა გელაშვილის მოთხრობიდან – „სერსო”

„ღმერთო ჩემო, აბა როდის არის, რომ განშორების მიზეზი, რაიმე საგანივით ერთნიშნა ნივთივით თვალწინ გედოს? განა არ არის ეს აზრის პოვნის პროცესი, როცა იმისდა მიუხედავად კარგია ცხოვრება თუ ცუდი, მძიმეა თუ გასახარელი, რაც დაგემართა, მთავარი ის არის, აზრს მიაგნო, რა რატომ ხდება. აზრს, მუდამ უკან საგნის მიღმა, სიღრმეში რომ არის ჩამალული, მიაგნო მას ამ ბურუსში და სინათლის ცისფერ რგოლში შეაჩერო? და ასე, რაც ადრე შორეული და უმნიშვნელო ფონი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ან სულაც არ ჩანდა, წინ გადმოიწევს და ეგებ ბოლოს იპოვო კიდეც, რაც მთავარია და რასაც ფონი აღარა აქვს და აღარც სჭირდება? და ამისათვის ის ადგილი უნდა ეძებო, სადაც დადგები, შენ მოთვალთვალე, მზვერავი და წარამარა განდგომისათვის გამზადებული, გულის წინაშე დამნაშავე – რადგან გარედან მაცქერალი, – ფხიზელი მზერით, შენი აპარატით, კალმით თუ ფუნჯით – და დაინახო როგორ მოდის წინ მანამდე ბურუსში ჩაძირული რაღაცა აზრი წყალში ჩაძირული ძვირფასი ნივთივით, რა ნელა მოდის, რა წამ-წამობით და წუთ-წუთობით გვიახლოვდება და თანდათან ჩუმად ბრწყინდება.

აბა სხვა რა შეიძლება იყოს ჩვენი მისასვლელი, სად შეგვიძლია მისვლა, თუ არა აზრთან და სხვა რანაირად თუ არ ცხოვრებით? აზრია ჩვენი ცოცხალი ქოხი, საითკენაც ტანჯვისა და ცოდვის ციცაბოს მივუყვებით ჩვენ – მიმავალნი, მარადიული მისასვლელები, რომლებმაც სიყვარული უნდა შევიმატოთ და შევიმატოთ, ეს უმძიმესი და ნეტარი ტვირთი, რათა არ ავცდეთ ერთადერთ ბილიკს – აღმართ ჩუმი ლამპრით განათებული სამყოფელისკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>