სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობიდან – “ჯორ-ზაქარა”

“მე რომ პირუტყვთა მფარველ საზოგადოებისა ვიყო,სასტიკად ავკრძალავდი პირუტყვების ხოცვასა.რამდენი პირუტყვია,რომ ადამიანის უმჯობესია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“თავისუფლება საერთოა.ყველას უნდა ათბობდეს მისი სხივები,სიყვარული საერთოა.ყველა თანაბრად უნდა გვიყვარდეს”.

* * *

“ქრისტემ განაახლა კაცთა ცხოვრება; აღადგინა კაცი ახალის ცხოვრებისათვის; შემოაცალა ადამიანის სულს ძველი ქერქი,ძველი ჭუჭყი,ათას წლობით მობერებული ხავსი.ახალი სული ჩაუდგა,ახალი სამოსლით შემოსა და რომ დაემყარებინა ქვეყნად ეს ახალი ცხოვრება,რომელსაც იესო ტკბილი უწოდებდა “სასუფეველსა”,იტვირთა ყოველივე შეურაცხყოფა,ჯვარზე ავიდა და წამება ტანჯვით დალია ჯვარზე მილურსმნულმა იესომ თავისი სიცოცხლე.ამ სიკვდილით დასთრგუნა სიკვდილი ხალხისა და აღადგინა ახალის ცხოვრებისათვის.

ეს აღდგომა,ეს გაზაფხული სულისა ძლიერთა ამა სოფლისათა არ იწამეს,ზამთარი დაუყენეს და იესო ტკბილი მუდამ ჯვარზედ ჰყავთ გაკრული…”

* * *

“მიწა იმისია,ვინც თავდაპირველად სისხლით იშოვა იგი”.

* * *

“შენმა ძმამ სოფლის სისხლს რომ წოვნა დაუწოს,ბედშავი მოძმე არ დაინდოს,იმისი ჭირი ლხინად მიაჩნდეს,ლხინი კი ჭირად,მოსპე,მოჰკალი და მისი სისხლით შეისყიდე სისხლი ათასთა,უდანაშაულოდ დაღუპულთა იმითა ხელითა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ხალხის ღელვა,აბობოქრება ზღვის ღელვასა და აბობოქრებას ჰგავს,არა თუ მიაგავს,ნამდვილად ჰგავს.ხშირად ზღვის შუა გულში იწყობა დუღილი,არევ-დარევა; ზედაპირი მაშინ ჭმუჭნავს შეიქმს,ცოტა რომ სიო,მცირე ქარი და ზედაპირი ზღვისა სრულიად შეიცვლება; ძირიდან მონაწოლი ტალღები აქოთდებიან,იქცევიან მთებად,გარბიან ღრიალით და ეხეთქებიან ნაპირსა.სარკესავით წმინდა წყალი ზღვისა,რომელშიაც რამდენიმე ადგილს სიღრმეზე ადამიანის თვალი არჩევს საგნებსა,ღელვის დროს ნაცარტუტასავით ხდება,შავდება,ჭუჭყიანდება,ზედაპირზე მოიგდებს,როგორც წყალი ზეთს,ყოველნაირ ჭუჭყს,ქაფსა.დაუნდობელია აბობოქრებული და აზვირთებული ზღვა: ანგრევს და ანადგურებს ყოველივეს,რაკი მას იმ დროს წინ გადაეღობება; დიდრონს გემებს ნაფოტივით ატამაშებს და შურდულის ქვასავით ისვრის ნაპირისკენ და ვაი გემს,რომელსაც კლდის ნაპირს მიახეთქებს! ლუკმა-ლუკმად აქცევს და ანაჭუჭებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>