კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – “დიონისოს ღიმილი”
“ადამიანს დაავიწყდა ღმერთი და გაცოფდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უბირ ადამიანებს ჩვევიათ: პირველ შეხვედრილსავე უამბობენ უცნობს თავიანთ გულის ჭირს და თავგადასავალს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რა ულევია,რა უსაზღვროა ამ ქვეყნის ცდუნება! რა უმწეოა მშვენიერებაზე მონადირის უძღები გული…”
* * *
“პარიზის ჯადოსნური ძალა! დედამიწის ზურგზე თუ არის ისეთი ქალაქი,როგორც პარიზი,რომელიც ამდენ ბალასტს იღებდეს მილიონ უცხოელის პირისა და ხელისაგან,მაგრამ მაინც ნაციონალური პარიზული სული ყველას ინელებს”.
* * *
“განა უვიცმა,ბინძურმა,ჩამორჩენილმა ურიასტანმა არ მისცა ქვეყანას ახალი რელიგია? ბოლოს და ბოლოს სხივი ისევ აღმოსავლეთიდან უნდა მოვიდეს.მთელი მსოფლიო ისტორია დასავლეთის და აღმოსავლეთის ურთიერთსშორის ბრძოლა იყო.
ყოველ საუკუნეში აღმოსავლეთიდან სესხულობდა იდეებს დასავლეთი.ევროპული კრიზისიც მაშინ გადაწყდება,როცა რაციონალური ევროპის ინტელექტუალური ცხოვრება გრძნობა-მოჭარბებულ აღმოსავლეთის იდეებით გადახალისდება”.
* * *
“ამერიკა ხომ ერთი ნაცია არ არის? ეს აკლია ამერიკას,რომ ერთი კულტურა,ერთი სული ექნეს”.
* * *
“ევროპელებთან საქმის დაჭერა ძალიან საფრთხილოა.ჩვენ,არაევროპელებს,დაახლოებითი წარმოდგენაც არა გვაქვს,თუ რა დიდ ყურადღებას აქცევს ევროპელი პირველად შეხვედრილ ადამიანის გარეგნობას (ფრიად მნიშვნელოვანი საქმიანობის დროსაც).ევროპელები ხშირად საგნებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ,ვიდრე ადამიანის სხეულის ნაწილებს,მის გამომეტყველებას და მის ნათქვამს”.
* * *
“ზანგის ქალი იმიტომ მომწონს,რომ მას ჭკუიანობის პრეტენზია არა აქვს.ქალი რაც უფრო უჭკუოა,მით უფრო ვნებიანია.განა ქალი ხანგრძლივი სიყვარულის ღირსია? მე ქალისთვის ინდოეთს კი არა,აქედან ოპერის ქუჩამდის არ მივიდოდი.ქალზე უფრო სულელი არსება წარმოსადგენია? ქალს ვეფხვისა და თაგვისა თანაბრად ეშინიაო”.
* * *
“მარტოობაში უკვდავებაც ისევე აუტანელია,როგორც მიწის ჟანგიანი ბორკილები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მამაკაცს მუდამ იამება ქალის პირიდან განაგონი ქება,თუნდაც მთქმელი მოხუცი და მახინჯიც იყოს”.
* * *
“მე მუდამ ტფილსისხლიანი,ცოდვილი,ოფლიანი,ოთხმოცპულსიანი ადამიანები მაინტერესებდა.მე მაინტერესებს ასეთი ადამიანი,რადგან იგი არ მეცოდება.
და ვანახო,თუნდაც გილიოტინაზე აჰყავდეთ იგი,მე კიდევ დავიძახებდი: ასწიეთ მაღლა ადამიანი! მაგრამ,ვინ ასწევს ჩემ ძველ ნაცნობებს! მათ დაჰვიწყებიათ კიდეც,როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა ცხოვრება სალონის ჭორების,მოგონილი გენიალობის,განდიდების მანიის,ჰიპოხონდრიის და ფრაზების გარეშე!”
* * *
“იმღერეთ,იმღერეთ,ჩემო კარგებო,ასიზის გზაზე თქვენ არ შეგხვდებათ ეკლის გვირგვინიანი სიკვდილის თავადი”.