ვალენტინ რასპუტინის რომანიდან – “უკანასკნელი ვადა”
“მხოლოდ ის არ კვდება,ვისაც დაბადება არ უწერია.სიკვდილიც ხომ მხოლოდ ამისთვისაა მოვლენილი ამ ქვეყნად და ვალდებულია აღასრულოს თავისი ვალი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ნათქვამია: ბებია და შვილიშვილი ერთი ჭკუის არიანო,თითქოს ერთს უკვე გამოეცალა ჭკუა,მეორეს კი ჯერ არ მომატებიაო.მართალია,მხოლოდ მოხუცებს და ბავშვებს შეუძლიათ შეიგრძნონ,ცხადად გაიცნონ საკუთარი არსებობა და გარემო”.
* * *
“მიდით იცოცხლეთ,უთქვენოდ თქვენს ადგილს ვერავინ დაიკავებს,უთქვენოდ თქვენად ვერავინ იქცევა.ვიდრე ხართ – იყავით,სხვაგვარად შეუძლებელია”.
* * *
“განა ადამიანი მხოლოდ იმისთვის არ მოდის ამ ქვეყნად,რომ მიწა ადამიანთაგან არ გაღარიბდეს და უჩვილბავშვებოდ არ დაბერდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – დედა,მე შენგან ვარ,ეს ჩემგან,მისგან კი სხვა ადამიანი გაჩნდება.ასე მიდის ცხოვრება”.
* * *
“ადამიანს იმიტომ ჰყოფნის ერთი სიცოცხლე,რომ ერთადერთი აქვს – ორი არ ეყოფოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიხარულსაც და უბედურებასაც თოვლივით,მოულოდნელად უყვარს გამოჩენა”.
* * *
“ნათქვამია: ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და თუ მოიფხანა – მოიგლიჯაო”.
* * *
“უსირცხვილოდ,ბებერო,ცხოვრებას ვერ გაცვეთ”.
* * *
” – აბა,რა უნდა ქნა? ერთი-ორი დღე ან კვირაც შეიძლება გაძლო,მაგრამ სულ არ დალიო,სიკვდილამდე? წარმოიდგინე! აღარაფერი გრჩება,ერთფეროვანი იქნება ყველაფერი.რამდენნაირ თოკზე ვართ გამობმული,შინ თუ გარეთ,ვერ ამოვისუნთქავ,რამდენია გასაკეთებელი და არ ვაკეთებთ,სულ ვალდებული ხარ,ვალდებული,ვალდებული, და რაც უფრო შორს მიდიხარ,მით უფრო მეტი ვალი გედება – ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი.დალევ და თითქოს ფრთებს გაშლი,განთავისუფლდები,აღარც ვინმე ოხრის ვალი გაწუხებს,რაც საჭიროა,ყველაფერი გააკეთე,თუ არ გააკეთე და არც უნდა გაგეკეთებინა,ასე იყო საჭირო. და ისე კარგად გრძნობ თავს! ვინ,რომელი სულელი იტყვის უარს კარგად ყოფნაზე? დალევა ხომ დასაწყისში ყოველთვის ზეიმივითაა.აი,ზომაც რომ ვიცოდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ალბათ ადამიანს სიკვდილის შემდეგ უკანასკნელი სიხარული ევლინება: კიდევ ერთხელ გადახედოს – რა დატოვა მიწაზე,რაზე შესტკიოდა გული”.