ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…

“აფსუს,ქართველი კაცის გულო!

სიმართლისა და სიკეთისათვის გიძგერია,სამშობლოს სიყვარულით ანთებულხარ და ხვეულ გზასავლებზე გიშუქებია.შურისძიებისათვის ანთებულხარ,მეომრისათვის ძალა არ გამოგილევია და უძლეველად გიქცევია,მეოფლისათვის ოფლი შეგიყვარებია,კაცური კაცისათვის სიმშვენიერე მიგიცია.ბაჯაღლოსავით უზადო ყოფილხარ,მხოლოდ ერთი ზადი გქონია,საძულველი ნაკლებად გძულებია,სასიყვარულო გადამეტებით გყვარებია.ბერჯერ იმდენად მოსიყვარულე ყოფილხარ,მტრისა და მოყვრის გარჩევა გაგჭირვებია,სიყვარულით ამაღლებულხარ,დიდი სიცოცხლით გიცოცხლია.იქნებ,შენი გადამეტებული მოსიყვარულეობის გამოისობითაც ჩავარდნილხარ ამ დღეში!” – (აჩრდილები) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ცრემლი ადამიანს წმენდს ცოდვებისაგან,აკეთილშობილებს და ამაღლებს!”. – (შესდექ სატანავ)

* * *

” – რა არის ადამიანი,როგორ არის მოწყობილი ეს ცხოვრება.ადამიანის კბილი და მარჯვენა იმას ეტანება,რაც ბუნების სიმშვენიერეს წარმოადგენს.მხოლოდ იმ ფრინველისა თუ ცხოველის ხორცი იჭმევა,რომლებიც არას გვიშავებენ,იმის ხორცი ყველაზე გემრიელია,რომელიც ყველაზე ჭკვიანია.ხოლო ადამიანის საშიშ მტერს კბილი არ დაეკარება.პირიქით უნდა იყვეს,რომ მტაცებლებსა და მავნეებს ვეტანებოდეთ და ამნაირი ჭკვიანი და ლამაზი ცხოველის მოკვლისკენ თვალი და ხელი არ წაგვიცდეს”. – (მონადირე და სანადირონი)

* * *

“ჰარი-ჰარალეს თავისთვის რა ჰქონდა,ჩემთვის რომ მოეცა”. - (მამა-აბრამის ბატკანი)

* * *

“შე ოხერო ჩემო თავო,რა ძალა გადგა,რომ ასეთ ეკლიან გზაზე სიარულს რჩეობ,შვილი მამას არ უფასებს ამაგსა და სიკეთესა და სხვა დამიფასებს-მეთქი,მაგრამ რაკი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა სიკეთის ქმნა და მისთვის ჭირი ლხინადაც მიმაჩნია,მაინც არხეინად ვგრძნობ თავს”. – (მამა-აბრამის ბატკანი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მაგას მნიშვნელობა არა აქვს,გულში შეიგინები თუ გულგარეთა… გულში რო იგინები,ეგ უფრო უარესია…” - (მამა-აბრამის ბატკანი)

* * *

“თავს არ მოვიდრეკ თუნდაც უპირველესი კაცის წინაშე,თუ ღირსად არა ვცნობ”. - (მამა-აბრამის ბატკანი)

* * *

“ადამიანებს ერთმანეთის მოფრთხილება და სიყვარული გვმართებს,დიდი იქნება თუ პატარა.თავკაცს უფრო აწევს ეს დიდი ზნეობრივი ტვირთი.ალბათ,ამიტომაც ჰქვია თავკაცი,რომ თავშიც ზის და თავიც აქვს… იმან უფრო მეტად უნდა გაიაზროს ის სიბრძნე,რომ ქვეყნის უპირველესი საზრუნავი ადამიანია; რომ ოჯახი ერისა და სახელმწიფოს უჯრედია და თითოეულ ადამიანსა და ოჯახზე ზრუნვა დიდ საქვეყნო საკეთილო საქმეს ერთვის”. - (მამა-აბრამის ბატკანი)

* * *

“ადამიანი არ უნდა აჩქარდეს ადამიანის შეფასებაში,ღრმად უნდა ჩაიხედოს იმის გულში…” - (მამა-აბრამის ბატკანი)

* * *

“სუყველგან აკვნები უნდა ირწეოდეს!” - (მამა-აბრამის ბატკანი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>