ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან…
“ჯანსაღი ველურობა განათლებულ გადაგვარებას სჯობია”. – (თეთრი საყელო)
* * *
“ამ ქვეყნად პირმშოს სიყვარულის გარდა არსებობს მოვალეობაც”. – (კურდღელი)
* * *
“ვინც ერთხელ იგემა ომის ზარი,მეორეჯელ ალაგიდან ვეღარ დასძრავ”. – (ფინჯანი)
* * *
“მგლების ხროვაში ვცხოვრობ,მგლებისა! მაგრამ ეს კიდევ არაფერი,ამ ტიელებს მარტო ტყავი,ყურები,კბილები,გული და მადა აქვთ მგლისა,დანარჩენი კი,ტვინი და ხასიათი მელიისა აქვთ მეთქი,მელიისა!
მგელმა ახალმოსულთა მგლობა და მელიობა მაშინღა დაინახა,როცა ერთ დღეს – ეს დღეც დაწყევლოს უფალმა ღმერთმა! როცა ერთ დღეს ულუკმოდ და უპორტფელოდ დარჩა.
უცნაური ხალხია! უცნაური ხალხია,ღმერთმანი.ამათი კანონისა ვერაფერი გამიგია”. – (ქურდი)
* * *
“საოცარი ხალხია,მოუსვენარი ხალხია: ერთ ალაგზე ერთ წელიწადზე მეტს იშვიათად გასძლებენ.მოვა უმეცარი,თითქოს სკოლაში მოებარაო.ცოტაოდენს ისწავლის და შემდეგ კოოპერატივში გადადის,იქიდან მასწავლებლობას დაეძგერება.შემდეგ რკინიგზას შეუდგება და სანამდის დადის ყველგან,მანამ ყველაფერისტი ან არაფერისტი არ გამოვა.საკვირველი ხალხია!” – (ქურდი)
* * *
“ამ ქვეყნად მშვიდობის წყურვილი ომის ჟინზე უფრო ძლიერია”. – (ფინჯანი)
* * *
“ძველი ქვეყანა ახალს მუდამ ეშუღლება და მის დასანგრევად იჭურვება.ასჯერ და ათასჯერ აშლილან ერთმანეთის შესამუსრავად,მაგრამ მუდამ,თითქმის მუდამ ისევ მორიგებულან და ახალს ათასი წლობით უცხოვრია და თავისი გზით უვლია,ეხლაც იგივე განმეორდება,ან შეიძლება განმეორდეს,ამიტომ…” – (ფინჯანი)
* * *
” – მე ავარა კაცი ვარ,დაუდეგარი,მფრინავი,დონჟუანი.მე არ შემიძლიან მუდამ ერთი და იგივე ლოყა ვკოცნო და სამარემდისაც ერთსა და იმავე თვალებს ველამუნო.მეც ვიცი,რა ჯოჯოხეთია ცოლშვილი და ოჯახი.ცოლი დილით-დილამდე ჩაგჩიჩინებს: “იშოვე! მოიტა!” – შვილები ტვინს გიხვრეტენ: “გვშიან! ჩაგვაცვი! გვაჭამე!” – არა ძმაო,მეყოფა.ოჯახი ბედნიერება კი არ არის,კატორღაა,მონობაა.ამ უღელს ნებაყოფლობით მარტო გიჟი დაიდგამს”. – (ცხრა ქალწული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ცოლი და ქმარი თუ შეითქვენ,მეტეხსაც გასტეხავენ”. – (თეთრი საყელო)
* * *
“ვისაც ჯარი არა ჰყავს,იმას ლომი რად უნდა,ტურებიც შესჭამენ”. – (არსენა მარაბდელი) – (ავტორი გენია.ჯი)