ამონარიდები იონ კრიანგას ზღაპრებიდან…
” – ყველგან რომ იყვნენ ისეთი სამართლიანი და წესიერი მოსამართლეები, რომლებიც თავს არავის გააბრიყვებინებენ, შარიან ხალხს სასამართლოს გზა დაავიწყდებოდა.
მოლაყბეები კი, რომლებიც თავიანთ თავს ვექილებს უწოდებენ, მოტყუებით ცხოვრების საშუალება რომ აღარ ექნებათ, ან საქმეს მოჰკიდებენ ხელს, ან არადა – ჯანდაბისკენაც გზა ჰქონიათ.
კეთილი ხალხი კი ამით უფრო მოიგებს”. – (ზღაპარი ზარმაცზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თქვენ არც კი იცით ქვეყანაზე რა ხდება. მხეცები რომ არ ალაგმო, ადამიანებს გაგლეჯენ. უნდა იცოდეთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა მხეცებია და თუ არ მოარჯულე, არავითარ სარგებლობას არ მოიტანენ”. – (ზღაპარი თეთრ არაპზე)
* * *
“ვისაც რა უნდა ისა სთქვას, შენ კი იცოდე: როცა ხიფათი წინაა, დაეწიე, ხოლო თუ უკანაა – დაელოდე. რას იზამ, ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი, ასე ტრიალებს”. - (ზღაპარი თეთრ არაპზე)
* * *
“ავდარს ყოველთვის დარი მოსდევს. ყველამ რომ პირველი გაჭირვებისთანავე თავის მოკვლა დააპიროს, გზები გვამებით იქნება მოფენილი. იქონიე მოთმინება! ბედი მალე შენკენ პირს იბრუნებს! ცხოვრების ტალღებს უნდა შეებრძოლოს კაცი, ვიდრე ღონე შესწევს. ვინც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, ცეცხლსა და წყალში გზას გაიკვლევს და უვნებელი დარჩება. ხომ გაგიგონია, ბედი მომეც და სანახვეზე გადამაგდეო”. - (ზღაპარი თეთრ არაპზე)
* * *
“ზოგიერთი ადამიანი იმისთანაა, ტყეში უნდა ცხოვრობდეს მგლებთან და დათვებთან და არა წესიერ ხალხთან!” - (ზღაპარი თეთრ არაპზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გამასპინძლება ღარიბისთვის არის დიდი ამბავი, თორემ მდიდარი ამას ვერც გაიგებს, ისევე როგორც რწყილის კბენას”. - (ზღაპარი თეთრ არაპზე)
* * *
“რას იზამ, ყველას ჟამი დაჰკრავს, როცა იქნება. სიკვდილს თავისი განრიგი აქვს”. – (ივანე ტურბინკა)
* * *
“ადამიანი ადამიანის ფიქრსაც კი უნდა კითხულობდე, ჩვენ კი ხმამაღლა ნათქვამიც არ გვესმის”. – (ზღაპარი სტანზე)
* * *
“ჩვენი ცხოვრების გზაზე ისეთ ეშმაკს არ უნდა გადავეყაროთ, რომ მერე ათასმა მღვდელმა ვერაფერი გააწყოს მასთან”. – (ზღაპარი სტანზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მაცხოვარმა კეტის ხმარება არ იცის!” - (ზღაპარი სტანზე)
* * *
“ვაი-განათლების მქონე ბონჟურისტს ბრძენი გლეხი მირჩევნია”. - (ზღაპარი სტანზე)