უილიამ შექსპირის პიესიდან – “აურზაური არაფრის გამო”
“თუ ცხვარს თავისი კრავის ძახილი არ ესმის,ხბოს ბღავილს არასოდეს გამოეხმაურება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რაოდენ უმჯობესია სიხარულისაგან ტიროდე,ვიდრე ტირილი გახარებდეს!”.
* * *
“დრო მოვა,უღელს შეეჩვევა ველური ხარიც”.
* * *
“ჩემს სისხლს ურჩევნია ყველასგან მოძულებული იყოს,ვიდრე თვალთმაქცობით დაიმსახუროს ვისიმე სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ამბობენ: ღმერთი რქენია ძროხას მოკლე რქებს აძლევსო.მეტად რქენიას ალბათ სულაც არ მისცემს”.
* * *
“მეტისმეტად მიკვირს,რომ ადამიანი,რომელიც ხედავდა,თუ რაოდენ ასულელებს სხვა ადამიანებს სიყვარული და დასცინოდა სხვების უჭკუობას,უცებ თვითონვე ხდება სიყვარულის მსხვერპლი და საკუთარ დაცინვათა სანიშნო”.
* * *
“ერთი ქალი ლამაზია – ძალიან კარგი; მეორე ჭკვიანია – ძალიან კარგი; მესამე სათნოა – ძალიან კარგი,მაგრამ ვიდრე ყველა ღირსება არ შეერთდება ერთ ქალში,არც ერთი ქალი არ მომეწონება”.
* * *
“რა ბედნიერებაა,როცა თვითონვე ისმენ,როგორ არჩევენ შენს ნაკლს! მაშინ შეგიძლია გამოსწორდე”.
* * *
“კარგი გარეგნობა იღბლის საქმეა; წერა-კითხვა კი ბუნებით თანდაყოლილი თვისებაა”.
* * *
“თუ მდიდარ არამზადას სჭირდება ღარიბი არამზადა,ღარიბს შეუძლია ისეთი ფასი მიიღოს,როგორიც მოესურვება”.
* * *
“ო,რას ბედავენ ადამიანები! რა შეუძლიათ,რას აკეთებენ ყოველდღიურად და არ იციან კი,რას აკეთებენ!”
* * *
“ჩვენს დროში ვაჟკაცობა თავაზიანობად იქცა,მამაცობა – ქათინაურად,ვაჟკაცები – ენებად და კოხტაობად გადაიქცნენ.ახლა ის არის ჰერკულესი,ვინც ყველაზე უკეთ სტყუის და ფიცულობს”.
* * *
“რა სასაცილო რამ არის კაცი,როდესაც შარვალსა და ხიფთანს იცვამს და ჭკუას კი შინ სტოვებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არასოდეს შევიყვარებ იმას,ვისაც ჩემი მეგობარი სძულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩვენს დროში თუ კაცმა სიცოცხლეშივე არ დაიდგა ძეგლი,მისი ხსოვნა მანამდე ცოცხლობს,ვიდრე ზარი რეკავს და ქვრივი ქვითინებს”.
* * *
“ადამიანი ცვალებადი არსებაა.აი,ეს არის ჩემი დასკვნა”.