ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„უბედურება რაღაც ჯადოა, რომლის ძალა იმაში გამოიხატება, რომ იგი ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკილებებს ამტკიცებს. ზოგს უღვივებს უნდობლობასა და სიავეს, მშვენიერი სულის ადამიანს კი გულკეთილობას მატებს”. – ონორე დე ბალზაკი (პოლკოვნიკი შაბერი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს არ ძალუძს ყოველთვის ბოროტება ჩაიდინოს”. – ონორე დე ბალზაკი (გობსეკი)
* * *
„სიმართლე ისეთი რამ არის, ვერსად დაემალები, ვერსად გაექცევი, გაჭენებული რაშია, სადღაც მაინც წამოგეწევა…” – თენგიზ გოგოლაძე (გზა კაცისა)
* * *
„მიაცივდები შენს სამუშაოს ,გგონია, რომ შენ ქმნი რაღაცას, ქმნი სასწაულს ცხოვრებაში… თურმე იქმნება სხვათა ხელითაც უკვდავების სამოსელი და მერე როგორი!” - თენგიზ გოგოლაძე (გზა კაცისა)
* * *
„მაშ ყველაფერი წამებაა, მხოლოდ ტანჯვა, მწუხარება და სიკვდილი. ყველა მატყუარაა, ცრუ, ყველაფერი გაიძულებს იტანჯო და იტირო. სად იპოვი სულ ცოტა შვებასა და სიხარულს? რასაკვირველია, სხვა სამყაროში, როცა სული თავისუფლდება ამქვეყნიური გამოცდისაგან!” – გი დე მოპასანი – (წუთისოფელი)
* * *
„მაინც შემწყნარებლობა გვმართებს ადამიანის სუსტი ბუნებისადმი” - გი დე მოპასანი – (წუთისოფელი)
* * *
„გლეხი რომ გაწყდეს პირისაგან ქვეყნისა, მაშინ აღარც სახელმწიფო იქნება; იგი ფუძეა, რომელზედაც სდგას ჩვენი სახელმწიფო; მოსპე ხალხი, სახელმწიფოს მკვებავი, მისი ჩარხის მტრიალებელი, მოისპობა თვით სახელმწიფოც”. – სოფრომ მგალობლიშვილი (ჯორ-ზაქარა)
* * *
„ – იმ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ყველა მთვრალი იყო სიხარულისგან.
- შენც ხომ გიხაროდა?
- არა, მე მაშინ მშიერი ვიყავი!” – კრიშან ჩანდრი – (ყვავილები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც საკუთარი თითების ლოკვა არ შეუძლია, იგი ცუდი მზარეულია”. – უილიამ შექსპირი (რომეო და ჯულიეტა)
* * *
„სიტყვაძუნწობა დედაკაცის ერთადერთი ღირსებაა”. უილიამ შექსპირი (ორი ვერონელი აზნაური)
* * *
„თმა, რომელიც ჭკუას ჰფარავს, მეტია, ვიდრე ჭკუა, რადგან უფრო დიდი ჰფარავს უფრო მცირეს”. - უილიამ შექსპირი (ორი ვერონელი აზნაური)
* * *
„რაკი ქალები სუსტი ჭურჭლები არიან, კედელზე აჭეჭყენ ხოლმე”. – უილიამ შექსპირი (რომეო და ჯულიეტა)
* * *
„როცა ყველა სუფთა საქმე მხოლოდ ერთი ან ორი კაცის ხელთაა და მათაც ჭუჭყიანი ხელები აქვთ, ნამდვილი ჭუჭყიანი საქმეც ეს არის”. - უილიამ შექსპირი (რომეო და ჯულიეტა) – (ავტორი გენია.ჯი)