ამონარიდები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის დიდებული ნაწარმოებიდან – “იესო, ძე კაცისა”

“თუ მეტყვით რა არის სიკვდილი,გეტყვით,რა არის სიცოცხლე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“საკითხავია: მდიდარმა რომ თავისი ქონება ღარიბ-ღატაკებს მისცეს და მდიდრის ჯამი და პური რომ უპოვართ დარჩეს,მერმე ისინი მიიწვევენ მდიდარს თავიანთ სუფრასთან?!”

* * *

“ბევრი ყვავივითაა,ჰანგს არ ცნობს გალობად,თუ ყრანტალს არ ჩამოჰგავს”.

* * *

“მე არ მძულს მეფეები.დაე,მართონ ადამიანები,ოღონდ მათზე ბრძენნი უნდა იყვნენ”.

* * *

“ასეა მუდამ: ვინც ერთი საათით არის მმართველი,ანგრევს წლობით დამკვიდრებულ წესებს.მარად განსჯიან კაცს და განაჩენი გამოაქვთ მის დაბადებამდე და სიკვდილს უსჯიან დანაშაულის ჩადენამდე”.

* * *

“შროშანები და მანაები ერთ დღეს ცოცხლობენ, და მაინც მათთვის ეს ერთი დღე მარადისობაა,თავისუფლებაში გატარებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“მონა თავის ოცნებებში ყოველთვის ბატონია,სუსტი კი ლომი”.

* * *

“ადამიანის სული მაინც იუნჯებს იმას,რის შენახვასა და დამახსოვრებაზე დიდად არ ირჯება გონება მისი”.

* * *

“მხოლოდ სუსტნი იძიებენ შურს,სულით ძლიერნი მიუტევებენ და ღირსებაა თქვენი,შეურაცხმყოფელს თუ მიუტევებთ”.

* * *

“ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე.დღევანდელი დღეც კმარა სასწაულად.

დაივიწყე თავი შენი,როდესაც გასცემ.გახსოვდეს იგი,ვისაც დახმარება სჭირდება.რამეთუ მამისგან ებოძება ყველას,ვინც გასცემს. და ებოძება უფრო უხვად,ვიდრე თავად გასცა”.

* * *

“ძაღლთათვის შესაფერს ნუ მისცემ კაცთ.ნურც ღორებს დაუყრი მარგალიტებს.ასეთი საბოძვრით დასცინი მათ. და ისინიც გაგიქელავენ შენს ძღვენს,შეგიძულებენ და გაგანადგურებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“უთხარი მას: “მოძღვარო,შენ მიუტევებ და ანუგეშებ ცოდვილთ,უძლურთ და ძალადაშრეტილთ – ყველას,პირმოთნეთა გარდა”.

და თქვა იესომ: “შენ მიაგენი ზუსტ სიტყვებს,როცა ცოდვილი მოიხსენიე უძლურად და ძალადაშრეტილად.მე მათ მივუტევებ სისუსტეს სხეულისას და უძლურებას სულისას.მათ სისუსტე მოსდგამთ მამა-პაპათაგან,ან მათი უძლურება მეზობელთა სიხარბის ბრალია.

ხოლო პირმოთნეთ ვერ შევიწყალებ,რადგან ისინი უღელში აბამენ გულმართალ და მიმნდობ ადამიანებს.

სუსტი და ჯაბანი – ესაა უდაბნოში გზააბნეული ადამიანი.პირმოთნე არ არის დაბნეული,მან იცის გზა და მაინც ფეხს ითრევს,უდაბნოს ქვიშასთან და ქართან ლაზღანდარობს”.

* * *

“ვისაც შენი კვართის წართმევა უნდა,გაატანე შენი სხვა შესამოსელიც”.

* * *

“არ არსებობს სიღრმე ადამიანის სულის გარეშე. და ეს სულია ის სიღრმე,თავის თავს რომ უხმობს და ეძიებს.ეს სულია,ხმას რომ იღებს სალაპარაკოდ და სულია,რომ ისმენს”.

* * *

“იესომ გაიღიმა და თქვა: ყველა კაცს უყვარხარ თავისთვის.მე მიყვარხარ შენთვის”. (მარიამ მაგდალენელი)

* * *

“აცალეთ,უმეცრებამ იბოგინოს,ვიდრე არ მოიმკის შედეგს”.

* * *

“ჭეშმარიტ სიბრალულს ბოლომდე უნდა გატანა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>