ამონარიდები ზოლტან მოლნარის ნაწარმოებიდან – “ლაფი”
” – ყოველი ძაღლი დიდგულობს საკუთარ ეზოში.იგი ლომსაც კი დაჰყეფს,თუ ახლომახლო გამოჩნდება და მხოლოდ იმიტომ ბედავს ამდენს,რომ შინაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ახალგაზრდობა თავისი ჭკუით აკეთებს ყველაფერს და ამიტომაც არის,რომ ადვილად იყრებიან”.
* * *
“კაცმა რაღაც ხომ უნდა აკეთოს… უსაქმოდ ცოცხალი ადამიანი ვერ გაძლებს”.
* * *
“არსებობენ ისეთი ადამიანები,რომლებიც რაკი თვითონ ვერ ახერხებენ დაემსგავსონ უბრალო წრიდან გამოსულ ადამიანებს,დგებიან და სხვა ადამიანებს თავადვე იმსგავსებენ”.
* * *
“სამყარო – მუზეუმია”.
* * *
“ეს არის სამყარო,სადაც მამათა და შვილთა თაობები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთმანეთისა მაინც არაფერი ესმით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ლამაზი ქალი არც ჩვენ დროში და არც სხვა რომელიმე დროს არ დაიწუნება”.
* * *
” – მე მხოლოდ ნორმალური ადამიანების გაგება შემიძლია და ისიც,ნორმალურ პირობებში”.
* * *
“რომელია ის საერთო საქმე,რომლისთვისაც ცოლსა და ქმარს ერთადც შესტკივათ გული,რომელიც დიდი ხნით და მტკიცედ შეაკავშირებს მათ სულს? ურთიერთანხმობისათვის მხოლოდ კეთილი ზრახვები არ კმარა,საჭიროა კიდევ საერთო ინტერესები. და არა მხოლოდ მატერიალური”.