ფრანსუა-რენე დე შატობრიანის ნოველიდან – “რენე”
“შეიძლება პირად უბედურებასთან საბრძოლველად სულიერი ძალა იპოვოთ,მაგრამ ყოვლად აუტანელია,თუ სხვისი უბედურების უნებური მიზეზი გახდით”.
* * *
“ადამიანს ატკბობს ის,რაც ყველას კუთვნილებას არ წარმოადგენს,თუგინდ ის უბედურებაც იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანმა მისთვის მინიჭებული ძალა თავის მსგავსთა სამსახურს უნდა შესწიროს.ვინც ამ ძალას ვერ იყენებს,ეს მას ჯერ იდუმალად სტანჯავს,ხოლო ადრე თუ გვიან ზეცისაგან საშინელ სასჯელს მიიღებს”.
* * *
“ადამიანი რჩეულ არსებად არ ჩაითვლება,იმიტომ,რომ ის მხოლოდ ქვეყნის საზიზღარ მხარეს ხედავს.ცხოვრება და ადამიანები ზოგიერთთ იმიტომ სძულთ,რომ არასაკმაო მანძილიდან უცქერიან მათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მარტოობა მავნებელია ადამიანისათვის,თუ იმავე დროს ღმერთთან არ არის.მარტოობა სულის ძალებს აორკეცებს,მაგრამ იმავე დროს განვითარების ყოველგვარ საშუალებას აცლის”.
* * *
“მწუხარება არ არის ისეთი გრძნობა,რომელიც სიამოვნებასავით მალე ქრება”.
* * *
“სარწმუნოება წმენდს ოხვრა-გმინვას და უბიწო ცეცხლით სცვლის ხრწნად ცეცხლს: სულის მოუსვენრობისა და ავხორცობის ნაშთს,რომელიც დასვენებას მოწყურებულ გულსა და მიმავალ სიცოცხლეს შერჩენია,სარწმუნოება ღვთაებრივად ურთავს თავის სიმშვიდესა და უმანკოებას”.
* * *
“ადამიანის ოჯახის არსებობა მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება.ღვთის ერთი სულის შებერვაა საკმარისი, და ოჯახი ბოლივით იფანტება.შვილი ძლივს სცნობს მამას,მამა შვილს,ძმა დასა და ძმას.მუხა ხედავს,თავის გარშემო რკოები ძირს როგორ იკეთებენ.ადამის შვილნი ამასაც მოკლებულნი არიან”.
* * *
“უმჯობესია,ჩვეულებრივ ადამიანებს უფრო ჰგავდეთ და უფრო ნაკლებად იყოთ უბედური”.
* * *
“ეჰ,ყოველი საათი საზოგადოებაში პირს უხსნის სამარეს და ცრემლებს გვაფრქვევინებს”.
* * *
“ოჰ,ვის არ აღძვრია ზოგჯერ სურვილი გადახალისებისა,წყალთა ნიაღვარში გაახალგაზრდავებისა,სიცოცხლის წყაროში სულის ამაღლებისა? ვის არ უგრძვნია ზოგჯერ თავი საკუთარი გარყვნილების სიმძიმით დათრგუნვილად და უძლურად,რომ რაიმე დიდი,კეთილშობილი,მაღალი გააკეთოს?”
* * *
“რამდენადაც უფრო მოუცავს ჩვენი გული შფოთვა-მღელვარებას,იმდენად უფრო გვიზიდავს წყნარი და მშვიდი ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)