ამონარიდი ვიქტორ-მარი ჰიუგოს გენიალური ნოველიდან – “კლოდ გე”

“რამდენიც არ უნდა ეცადოთ,ბრბოს დიდი ნაწილის,ესე იგი,”ხალხთა უმრავლესობის” ბედი ყოველთვის საცოდავი,უკუღმართი და სევდიანია.მათი ხვედრი მძიმე შრომაა,გამუდმებული ტვირთის ზიდვა ზურგით,მხრებით თუ ხელებით. (ავტორი გენია.ჯი)

აბა,დადეთ სასწორზე: მდიდართა განცხრომა და ღარიბთა გასაჭირი.განა ორივე მხარე თანასწორი იქნება? განა წონასწორობა თვით სახელმწიფოს შიგნითაც არ დაირღვევა?

ახლა ღარიბთა ხვედრზე,უბედურთა საწორზე დააგდეთ რწმენა ციური მომავლისა,საუკუნო ბედნიერების იმედი,სამოთხე – ეს საუცხოო საპირწონე! აი,მაშინ კი დაამყარებთ წონასწორობას.ღარიბთა ხვედრი იგივე იქნება,რაც მდიდრებისა.

ამას ქადაგებდა იესო,უფრო ხანგრძლივად,ვიდრე ვოლტერი.

მიეცით ხალხს,რომელიც შრომობს და იტანჯება, და ეს ქვეყანა ესოდენ მახინჯად ეჩვენება,რწმენა იმისა,რომ არსებობს მისთვის განკუთვნილი უკეთესი სამყარო, და ის იქნება მშვიდი,მომთმენი.იმედი წარმოშობს მოთმინებას,იმედი მოთმინების წყაროა.

გაავრცელეთ სოფლებში სახარება,ყოველ ქოხში შეიტანეთ ბიბლია.დაე,წიგნმა და მინდორმა ერთად ჩაუნერგოს მშრომელს მაღალი ზნეობა.

მდაბიოს თავი დგას დღის წესრიგში.იგი სასარგებლო ჩანასახებითაა სავსე.მისი გონება სიკეთისთვის რომ მომწიფდეს,ასწავლეთ ნათელისა და მადლიანი გამოყენება.

ვიღაცამ შარაგზაზე მკვლელობა ჩაიდინა; მისთვის რომ უკეთ გვეხელმძღვანელა,ქვეყნისათვის საუკეთესო მოქალაქე დადგებოდა.

ხალხის ფენებიდან გამოსული ადამიანის თავი მინდორივით დაამუშავეთ,გადახანით,მორწყეთ,გაანაყოფიერეთ,ზნეობრივად აღზარდეთ,დააყენეთ გზაზე და მაშინ თქვენ აღარ მოგიხდებათ მისი მოკვეთა”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>