ალფრედ დე მიუსეს ნოველიდან – „ტიციანის ვაჟი”
„სანამ მდიდარი ხარ, მუდამ იპოვი ისეთ ხალხს, რომლებიც გაკოტრებაში ხელს შეგიწყობენ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ახალგაზრდული მოუთმენლობა ხშირად აგვაცდენს ხოლმე მიზანს, რომლის მიღწევასაც ძალზე ვჩქარობთ. ბედის ბორბალი იმისკენ იხრება, ვისაც შეუძლია თავისთავს უშველოს და დროზე ისარგებლოს შემთხვევით, რადგან ნაპოლეონის გამოთქმას თუ ვიხმართ, ბედისწერა დედაკაცია! ჰოდა, სწორედ ამიტომ უყვარს მოაჩვენოს ყველას, თითქოს თვითნებურად აჩუქებს იმას, რასაც ძალით ჰგლეჯენ ხელიდან. დიახ, ბედისწერის აჩქარება არა ღირს!”
* * *
„ის, რაც სხვისთვის უბრალო ცდომილებაა, ჩვენთვის შესაძლოა სამარცხვინო საქციელს წარმოადგენდეს!”
* * *
„არაფერია ისე გულსატკენი, როგორც ოცნების დროს უსიამოვნო აზრის გაელვება. ეს იგივეა, ყვავილნარში სეირნობის დროს გველს რომ დაადგა ფეხი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – და იცი რას იტყვის მომავალი თაობა ტიციანის შესახებ? ერთი დიდი ხელოვანი იქნებოდა – რომ ეცოცხლა, ხოლო მეორე – რომ მოესურვებინაო”.
* * *
„ჩვენს შორის დარჩეს და, კარგი სიკვდილი არ არსებობს, სიკვდილი – სიკვდილია!”
* * *
„თუკი რაფაელივით გსურს სიკვდილი, რაფაელის მსგავსად უნდა დაიწყო ცხოვრება”.
* * *
„შემთხვევითი იღბლიანობა იშვიათი გამონაკლისია”.
* * *
„მოთმინების გარეშე ნამდვილ გენიალურობაზე ლაპარაკი ზედმეტია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალის დამამცირებელ პოზაში ნახვა უჩვეულოა და თანაც უსიამოვნო”.