ამონარიდები თეოფილ გოტიეს ნოველიდან – “ოქროს საწმისი”
“განა ყოველი ჩვენგანი არ ვყვარებივათ რომელიმე მოკრძალებული გულის ქალს,ჩვენ კი ამ დროს უფრო მაღალი სიყვარული გვიძებნია? რამდენჯერ გაგვითელია ფეხით ნაზსურნელოვანი გაცრეცილი ია,როცა ცივად მოელვარე ვარსკვლავისაკენ მივისრაფოდით თვალებდაბნელებული,ის კი მარადისობის სიღრმიდან ირონიულად გვიყურებდა.განა უფსკრული ანდამატივით არ გვიზიდავს? განა შეუძლებელს ჯადოსნური ძალა არა აქვს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქალის გენია სიყვარულშია”.
* * *
“თქვენ გესაჭიროებათ სრულქმნილება,იდეალი და პოეზია,ყველაფერი ის,რაც არ არსებობს.იმის მაგივრად,რომ ქალი თქვენდამი სიყვარულისთვის გიყვარდეთ,მადლიერი იყოთ მისი ერთგულებისა და სულიერი თავგანწირულებისა,თქვენ იმის ჯავრი გაქვთ,ჰგავს თუ არა ის თაბაშირის ვენერას,თქვენს სამუშაო ოთახში რომ დგას.ვაი მას,თუ მისი შუბლის მოხაზულობა არ შეესატყვისება იმას,რომელიც თქვენ გწადიათ.თქვენ გაღელვებთ მისი კანის სიგლუვე,მისი თმის ელფერი,წვრილი მაჯები და კოჭები აქვს თუ არა.მისი გულისადმი თქვენ გულგრილი ხართ”.
* * *
“ნუ მოსთხოვ ცხოვრებას იმდენს,რამდენის მოცემაც მას არ შეუძლია.მხოლოდ უდიდეს გენიოსებს აქვთ უფლება უკმაყოფილონი იყვნენ სამყაროსი,მხოლოდ მათ აქვთ ნებადართული პირდაპირ თვალებში შეხედონ სფინქსს,რადგანაც მათ შესწევთ უნარი სფინქსის საიდუმლოს გამოცნობისა”.
* * *
“თვით ყველაზე უფრო ავხორც სულთანთა ჰარამხანებიც კი არაფერი გამოჩნდებოდა იმის გვერდით,რომელიც შეიძლება შედგეს დახატულ მხევალთაგან, და ჭეშმარიტად სავალალო,რომ ამოდენა სილამაზე დაიკარგა”.
* * *
“დღეს ადამიანი უფრო ხშირად ადამიანის ქმნილებასთანაა დაკავშირებული,ვიდრე ბუნებასთან”. – (ავტორი გენია.ჯი)