ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ჭეშმარიტი გერმანელებისათვის მხოლოდ ერთი კონცეფცია არსებობს, რომლის აღმოჩენასაც ბისმარკს მიაწერენ: – ძალა აღემატება სამართალს”. – ლუი არაგონი (რომაული სამართალი აღარ არსებობს) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ბუნებას ადამიანივით სძულს,როცა ვინმე ცდილობს მის სულში ჩახედვას”. – დავით ჯავახიშვილი (ბაიდა)

* * *

“სიყვარულში ბოლომდე თუ ყველაფერი ითქვა,მაშინ ის სიყვარული კი არა,მხოლოდ მმაჩის მიერ დადასტურებული ქორწინებაა… ცოლ-ქმარი გოგლიმოგლივით არ უნდა გაითქვიფოს ერთმანეთში.თითოეულმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და რაღაც საკუთარი,თორემ ისე ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება ცხოვრება”. – როსტომ ბეჟანიშვილი (ჩვენი უკანასკნელი თამაში)

* * *

“ბუნებრივი სიკვდილი გამოგონილია: არც ერთი უბედურება,რაც ადამის შვილს თავს ატყდება,არ შეიძლება ბუნებრივი იყოს,ვინაიდან ქვეყნიერება არსებობს იმდენად,რამდენადაც არსებობს ადამიანი.ყველა ძეხორციელი მოკვდავია,მაგრამ ყოველი ადამიანისთვის სიკვდილი უბედურებაა,გაუმართლებელ ძალადობად რომ ევლინება,თუნდაც ადამიანი მორჩილად ეგებებოდეს მას”. – სიმონ დე ბოვუარი (ძალიან მშვიდი სიკვდილი)

* * *

“ხდება ხოლმე,თუმცა ძალიან იშვიათად,რომ სიყვარული,მეგობრული ერთგულება,გრძნობა ამხანაგობისა სიკვდილისწინა მარტოობას დააძლევინებს ადამიანს”. -  სიმონ დე ბოვუარი (ძალიან მშვიდი სიკვდილი)

* * *

“ადამიანი მარტო იმის გამო როდი კვდება,რომ დაიბადა,იცხოვრა,დაბერდა.იგი კვდება კონკრეტული მიზეზისაგან”. -  სიმონ დე ბოვუარი (ძალიან მშვიდი სიკვდილი)

* * *

“რა საშინელებაა,როცა შენ აქედან ეუბნები,მიყვარხარო, და ის კი იქიდან მოგძახის – “რაო,რა მითხარი?” – ჯერომ სელინჯერი (ჭერი ასწიეთ დურგლებო)

* * *

“ახალდაქორწინებულები ერთმანეთს უნდა ემსახურონ.უნდა აამაღლონ,დაეხმარონ,ასწავლონ,გაამაგრონ ერთმანეთი,მაგრამ მთავარი მაინც ის არის – ერთმანეთს ემსახურონ.პატიოსნად,სიყვარულით,სათუთად აღზარდონ ბავშვები.ბავშვი – სტუმარია შენს სახლში,უნდა გიყვარდეს,პატივი უნდა სცე,არ უნდა მბრძანებლობდე,რადგან იგი ღმერთს ეკუთვნის”. - ჯერომ სელინჯერი (ჭერი ასწიეთ დურგლებო)

* * *

” – მოხუცებს ყველაფერი ახსოვთ,მიცვალებულებს აღარა გაეგებათ რა.სამაგიეროდ ცოცხლებს ახსოვთ მათი საქმეები”. – ნგუენ ჩუნგ თხანი (სა-ნუს ტყე)

* * *

“რა აუცილებელია დამარცხებაზე ლაპარაკი,თუკი დამარცხებას არავინ აპირებს?” – ლუი არაგონი (რომაული სამართალი აღარ არსებობს) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>