რენე შარი – “სამგლოვიარო ნიღაბი”
„ცხოვრობდა ერთი ადამიანი,დაეკარგა ერთხელ შიმშილი და არასოდეს აღარ შიოდა – ბოლო მოუღო მემკვიდრეობას,შთანთქა სარჩო და საბადებელი,ახლობლები გააღატაკა, – და აი,უცებ მან დაინახა,რომ მაგიდა დაცარიელდა,გასუქდა ცოლი,გავერანდა სულის მინდვრები.
და უსაფლავომ,სიცოცხლეს რომ ეჭიდებოდა,რომც არც არაფერს იხდიდა და არც ინაღდებდა,რომ შეაქცია ზურგი პირუტყვმა და უსხლტებოდა ყოველი ნივთი, – მოიპარა თურმე შიმშილი და გაიკეთა შიმშილით თეფში,მერე ის თეფში იხმარა სარკედ და იმ სარკეში დამარცხება ნახა თავისი”. – (ავტორი გენია.ჯი)