ვაჟა-ფშაველა წერდა…
“მაკვირვებს ჩემი ბედი,ჩემი მდგომარეობა ქართველ საზოგადოებაში: გარეგანი პატივისცემა დიდი,ხოლო საქმით კი – არაფერი.გინდ მე ვყოფილვარ,გინდა ქუჩა-ქუჩა მაწანწალა ძაღლი.ძაღლს ან კი რა უჭირს,იმას პურის ნატეხს,ძვალს მაინც ვინმე გადაუგდებს,მე კი თუ ვითხოვე რამ,მომთავაზებენ ქვას პურად და ნაცარს თვალებში შესაყრელად.განა შეიძლება ამისთანა უმადურობა? ასეთნაირად ნამუსზე და ღმერთზე ხელის აღება? თუ სასარგებლო კაცად გიცნივარ,უნდა მრგებდე,რაც კი შემგან შეიძლება, და არ მავნებდე,კლდეზე მჩეხავდე,გზაზე ეკალს მიფენდე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხანდახან ჩემს თავსა ვგმობ,რატომ მეც,როგორც სხვებმა,არ ვიფიქრე ცხოვრებაზე,არ ვუგორდი ლეკვივით დიდთა ამა ქვეყნისათა,არ ულოკე ფეხები,არ ველაქუცე.მაგრამ თავს იმით ვმართლულობ,არ შემეძლო მე ასე თავის დამდაბლება და არც ახლა შამიძლიან,თუნდა რომ პირში ბალახი ამომივიდეს”.
* * *
“სიყრმის დროს ერთი ზნე მჭირდა,თუ ვისმე რაიმე უნარს ქვეყანა ღირსებად უთვლიდა,უეჭველად ამ ღირსების წარმომადგენელი მე უნდა ვყოფილიყავი.აქებდნენ კარგ მოკრივეს – მეც ვკრიობდი,რომ კარგი მოკრივის სახელი მომეხვეჭა.აქებდნენ კარგ მოჭიდავეს – მეც ვჭიდაობდი,რათა ფალავანის სახელი გამეთქვა.ამ ორ საქმეში არ იყო,მიზანს არ მივაღწიე.მაგრამ სახელის მოხვეჭაზე სიარულმა საცინელ მდგომარეობაში ამომაყოფინა თავი.იყო ვინმე მთავარი თელავში,რომელიც სობოროში მსახურობდა… ეს მთავარი დიდი ხმის პატრონი იყო,ყველა ხმას უქებდა.რა ხმა აქვს ვანო მთავარს,რა ხმა,ძალიან ბასი აქვსო! ოჰ,ეს ჩამწვდა გულში: როგორ თუ ვანო მთავარს ბასი აქვს და მეც კი არ უნდა მქონდეს-მეთქი.ვიჭიფხებოდი,ვყვიროდი თავისთვის,ვიბერებოდი,ვატანდი ხმას ძალას,რომ გამებოხებინა და იქამდე დავტამჯე თავისი თავი,გულმა ტკივილი დამიწყო… გალობის მასწავლებელი,როცა ხმებს არჩევდა… საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი,რომ მან ჩემში არაც თუ ბასი,ტენორი,არავითარი ხმოვანება არ ჰპოვა… თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი,რომ მასწავლებელს ალბათ ვეჯავრები-მეთქი,ხოლო რომ ბასი ვიყავ,ეს უეჭველადა მწამდა და მოველოდი სხვა დროს,სხვა მასწავლებელს,რომელიც ჩემს “ბასს” ჭეშმარიტ ბასად სცნობდა”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ტაშს არ აჰყვეთ,ტაშს დაგიკრავენ და მშიერს მოგკლავენ”.
* * *
“აკაკის დაკრძალვა დიდებული იყო.ჩვენის მოღვაწეების დამარხვაში ქართველები დიდ ნიჭსა და უნარს ვიჩენთ,ხოლო სიცოცხლის დროს იმათ დაფასების უნარისა რა მოგახსენოთ,მაგალითად,დასაკრძალავი ალაგი ოცი წელია მას შემდეგ,რაც ავიჩინე,დავინიშნე და შემოვიფარგლე,ხოლო ამ ოცი წლის განმავლობაში სად,როგორ ვცხოვრობ,არავინ არ იცის.ასეა,რა გაეწყობა,ყველაფერს დრო და გამოცდილება უშველის და გაასწორებს მრუდად ნაჩორგნ საქმეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიმართლე მიყვარს,სიმართლე,მიყვარს იმისი წესია”.
* * *
“რად გრცხვენიან სიყვარული გამომჟღავნება? თუ ეგ გრძნობა დანაშაულია,გულიდან აღმოიფხვერ და გადააგდე,თუ კარგია და მოგწონს,თქმა და გამომჟღავნებაც უნდა გეხალისებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)