გურამ გეგეშიძის ნოველიდან – “დევნილი”
“ცხოვრება ხანმოკლეა,დრო ისედაც სწრაფად გადის.ყველა ცდილობს,რაც შეიძლება მეტი სიამოვნება წაგლიჯოს ცხოვრებას,სხვა არაფერი სწამს ხალხს.სიყვარულიც უცნაური რამეა.არავის არ უყვარხარ უმიზეზოდ,მხოლოდ შენი საკუთარი არსებობის გამო.თუ ვინმეს უყვარხარ – უყვარხარ მხოლოდ იმიტომ,რომ შენგან რაიმე სიამოვნებას ან სარგებელს მოელის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“და თუ სიზმარი მალე ქრება და იფანტება დავიწყების ბურუსში,განა ასევე არ ჰკარგავს მნიშვნელობას რეალური წარსული,რომლისგან ზოგჯერ მოგონებაც კი არა რჩება? რით განსხვავდება მოგონება სიზმრისაგან? არაფრით.ზოგიერთი სიზმარი კი უფრო მეტად აღელვებს სულს,ვიდრე რომელიმე თავსგადახდენილი,ოდესღაც ნამდვილი ფაქტი.ამიტომ სიზმარიც სულის ცხოვრებაა,შეიძლება მხოლოდ ასტრალური,მაგრამ მაინც ჩვენს არსში მოქცეული”.
* * *
“როგორც მდინარე არ ჰკარგავს თავის სახეს განუწყვეტელი დინებისაგან,ისეა ცხოვრებაც”.
* * *
“მე მგონი ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავის დავიწყებაა უფრო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – რა იცი? ზოგჯერ სწორედ ისა ხდება ხოლმე,რაც ყველაზე უფრო დაუჯერებელია”.
* * *
“როგორ ტრიალებს ცხოვრება,როგორ იცვლება ყოველივე! მრავალსახიანი რაღაცა,ერთი.ვის შეუძლია თქვას,რომ ცხოვრება ტკბილია ან მწარე? იგი ტკბილიც არის და მწარეც ერთდროულად.ზოგისთვის იგი მართლაც ტკბილია,ზოგისთვის მწარე და სხვადასხვა მომენტში ესეც იცვლება,ერთი მეორეში გადადის.მაგრამ მაინც არავისა აქვს უფლება თავისი შეგრძნება ცხოვრებისა განაზოგადოს,დანარჩენებს მოახვიოს თავს.ყველაფერი იმით არის განპირობებული თუ როდის დაიბადე,სად დაიბადე,რომელ ქვეყანაში,რა პირობებში მოხვდი,რა შეგემთხვა შენი ცხოვრების გზაზე.რამდენ ხალხს უცხოვრია ამქვეყნად,კიდევ რამდენი იცხოვრებს და მთელი ამ ხალხისთვის,წარსულდავიწყებულთათვის და ჯერ მოუსვლელთათვის ცხოვრება ნიშანთვისებაა,თავისი კეთილი და ბოროტი გამოვლინებებით,ნიშანთვისება კი არ შეიძლება იყოს არც მწარე და არც ტკბილი,არც ბედნიერი და არც უბედური.ნიშანთვისება გულგრილია,ობიექტური,ნეიტრალური – თავისი თავიდან გამომდინარე სხვის მიმართ,გრძნობებზე და განსჯაზე მაღლა მდგარი; როგორც ყველა სამყაროსეული კანონი,როგორც სიკვდილი და დაბადება…”
* * *
“ბუნებაც ქალია თვის მოქნილობით,ცბიერებით,ცვალებადობით,სიმკაცრით და სიმშვენიერით.ბუნებაც ვერაგია! მაგრამ ჩვენ ვივიწყებთ ამას,რადგან პირველი შეხედვით მშვენიერია და გვიყვარს,ის კი რაც გვიყვარს,ვინც გვიყვარს – იდეალად წარმოგვიდგენია.რა არი იდეალი? ღმერთმა იცის რა არის! იქნებ თვითონ ღმერთია იდეალი,მაგრამ ღმერთი არა ჩანს არსად,უღვთოდაა ყოველივე მიტოვებული”. – (ავტორი გენია.ჯი)