როგორი შეხედულება გააჩნდათ უდიდეს ლიტერატორებს უილუიამ შექსპირის შემოქმედებაზე?
მსოფლიოს ყველა ხალხის საკუთრებად ქცეული უკვდავი ლიტერატურული ქმნილებების გენიალური ავტორის – უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) შემოქმედების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის უდიდეს ლიტერატორებს სხვადასხვაგვარივე დამოკიდებულება გააჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე თავის თანამედროვე მწერლებს ურჩევა,რომ ორ წელიწადში არ წაეკითხათ შექსპირის ერთ ნაწარმოებზე მეტი,თუ არ სურდათ მისი გავლენის უდიდესი ძალის ქვეშ მოხვედრილიყვნენ და ამით თავი დაეღუპათ; XX საუკუნის შესანიშნავი ამერიკელი მწერალი და რომანისტი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი სავალდებულოდ მიიჩნევდა წელიწადში ერთხელ მაინც გადაეკითხა სტრედფორდის პატარა ტაძარში დაკრძალული ინგლისელი გენიოსის ქმნილებები; საინტერესოა ის გარემოება,რომ შექსპირის შემოქმედებას გაურბოდა და ერთობ აგდებულად ეპყრობოდა XIX საუკუნის ყველა პოეტის კერპი – ჯორჯ გორდონ ბაირონი; უილიმის შემოქმედებასთან ასეთივე დამოკიდებულება გააჩნდა “ომისა და მშვიდობის” რუს ავტორს – ლევ ტოლსტოისაც; (ავტორი გენია.ჯი) დიდი ფრანგი მწერალი და ფიკლოსოფოსი – ფრანსუა მარი არუე,იგივე ვოლტერი,უილიამსს “გენიალურ ბარბაროსს” უწოდებდა და ალბათ,სრულიად სამართლიანადაც,რადგან მართლაც იმდენი ხალხი,რაც შექსპირმა თავის ტრაგედიებში დახოცა,არც ერთ ბარბაროს არ მოუკლავს. (ავტორი გენია.ჯი) გენიალურ ფრანგ რომანტიკოს მწერალს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს,უილიამ შექსპირი ამა თუ იმ დიდი ლიტერატორის ერთგვარ საზომ ერთეულადაც კი გამოჰყავდა.მაგალითად, 17 წლის ფენომენალური ფრანგი ყმაწვილის,დიდი პოეტის – ჟან ნიკოლა არტურ რემბოს ნიჭით აღფრთოვანებულმა ჰიუგომ,მას – “შექსპირი” უწოდა; გამოჩენილ ამერიკელ მწერალს – ჯოზეფ კოლმან ჰარტს კი შექსპირის არსებობა საერთოდ არ სჯეროდა და აცხადებდა,რომ ის პიესები,რომლებიც შექსპირის სახელთან ასოცირდებოდა,სინამდვილეში მრავალი ავტორის საერთო ნამუშევარი გახლდათ; მარკ ტვენი 1909 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში – “მოკვდა კი შექსპირი?” – წერდა,რომ უილიამის სახელის უკან სინამვილეში – ფრენსის ბეკონი იდგა. (ავტორი გენია.ჯი)