მიხეილ ზოშჩენკოს მეტად უცნაური ავტობიოგრაფია…
საბჭოთა პერიოდის რუსული ლიტერატურის კლასიკოსად წოდებულმა მწერალმა,დრამატურგმა და მთარგმნელმა – მიხეილ ზოშჩენკომ (1894-1958 წლები),რომლის ლიტერატურული ნაწარმოებები გაჯერებული გახლდათ ყოველგვარი სისასტიკის,ოპორტუნიზმისა და ეგოიზმის წინააღმდეგ მიმართული ბასრი სატირით,საკუთარი თავის შესახებ ერთობ უცნაური და მოკლე ავტობიოგრაფია დაწერა:
“აი,ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიური ცხრილი: სამართალდამცველების მიერ დაკავებული ვიყავი 6-ჯერ; ერთხელ მომისაჯეს სიკვდილით დასჯა; დანაჭრელი ვარ 3-ჯერ; 2-ჯერ ვცადე თვითმკვლელობა; სასტიკაც მცემეს 3-ჯერ. და ეს ყველაფერი ხდებოდა არა ჩემი ავანტიურისტული ქმედებების გამო,არამედ იმის გამო,რომ – არ მიმართლებდა”… – (ავტორი გენია.ჯი)