ამონარიდები ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“სხვის ენაზე მეტყველებას მაშინ აქვს ფასი და გემო,როდესაც თავისი უკეთილესად იცი! სხვაფრივ უცხო ენის გალიაში ხარ.” – ლევან გოთუა (მუმლი მუხასაო) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მთვარე სიკვდილის თეთრი ნიღაბია.მიტომაც აგრე უყვართ იგი პოეტებს,შეპყრობილებსა და შეყვარებულებს”. – კონსტანტინე გამსახურდია (დიდი იოსები)
* * *
“ეს ქვეყანა,ჩემო იოსებ,სიზმარსა და ოცნებას უპყრია და თუ ადამიანი ოცნებისაგან გამოერკვა,მასაც ისეთივე დაღუპვა მოელის,როგორც გამოფხიზლებულ მთვარეულს”. - კონსტანტინე გამსახურდია (დიდი იოსები)
* * *
“ყველაზე მკვიდრი სახლი ამქვეყნად ის არის,რომელსაც ოცნებაში ააგებს კაცი!” - კონსტანტინე გამსახურდია (დიდი იოსები)
* * *
“…თუ დაკვირვებიხართ,მკითხველო,რომ სერიოზულს ზოგჯერ სასაცილოც თან ახლავს? და რომ ისტორიის ტრაგიკომედია ხშირად პარადოქსებისაგან შედგება?” – აკაკი გაწერილია (იმამის ერთი დღე)
* * *
” – ბატონი რომ გადაგეკიდება,ღმერთიც ზურგს გაქცევს”. - აკაკი გელოვანი (ოქრო და რკინა)
* * *
“მგელი მგელს გაზრდის!” – აკაკი გელოვანი (ოქრო და რკინა)
* * *
“თოფი გატენილიც ღმერთმა დასყევლოს და ცარიელიც.ათასი უბედურების მეტი არაფერი მოაქვს”. – აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
” – სიმართლეს ბევრი ხედავს და ცოტა ლაპარაკობს.
- თუ ცოტა მაინც ლაპარაკობს,სიმართლე არ მოკვდება”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ვისაც ხიფათისა ეშინია,წუთისოფელს წელგამართული ვერ გაივლის”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
“კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე რამდენიმე საამო წუთი,რის მისაღწევადაც იგი ხშირად მთელ საუკუნეს ტანჯვით ატარებს.ზოგი სიმწრის მთელ ზღვას გაცურავს,იმ ზღვის ნაპირას ერთი წვეთი თაფლი მაინც რომ იგემოს და, თუ ხელი არ მოეცარა,თავს ბედნიერად გრძნობს”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
“ზედმეტი სიფრთხილე მამაც ადამიანსაც გაამხდალებს”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
” – ადამიანები რომ ვართ,მეტი თავდაკვირვება იმიტომ გვმართებს”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
” – ქვეყნად ყველაზე დიდი სარბიელი ფიქრსა აქვს”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
“ღამეში ყველა ქალი კაცისთვის ერთნაირად ახალგაზრდა და ლამაზია”. – აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე)
* * *
” – რა იქნებოდა,ღმერთს ტკბილი წუთები ასე მოკლე არ გაეჩინა,ადამიანის ბედნიერებისათვის მეტი გზა მიეცა!
- მაშინ ტკბილ წუთებსა და ბედნიერებას ასეთი ფასი არ ექნებოდა.თაფლი ბევრი რომ ჭამო,სიმწარეში გადაიზრდება სიტკბო.
- ეჰ,სჯობს,იმდენი თაფლი ჭამო,მისი გემო სიმწარეში გადაიზარდოს,ვიდრე ერთი წვეთი გასინჯო და მეორეს ვეღარ ეღირსო”. - აკაკი გეწაძე (სადგურიდან სადგურამდე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანს სიკვდილამდე საფუსფუსო არასოდეს გამოელევა,ერთი გათავდება,მეორე გაუჩნდება და ეგრე რომ არ იყოს,ცხოვრებასაც,ალბათ,ფასი დაეკარგებოდა”. – მოსე გვალია (ბუჯგა პაპა)
* * *
“სიკვდილივით ამაყია ბუნება!” – კარლო კობერიძე (თეთრი თიკანი)
* * *
“ტფილისი უდიდესი ძეგლია ქართველობისა.მისი გმირობის უდიდესი ბახტრიონი,მისივე სიძაბუნის უდიდესი ვატერლოო.მისი უხასიათობის,დაუდევრობის,მისი სივაგლახის უდიდესი დოკუმენტი”. – კონსტანტინე გამსახურდია (დიდი იოსები)