ნიკოლოზ გოგოლის ნოველიდან – “მირგოროდი”

“მე ერთ კაცს ვიცნობდი მისი ყმაწვილური ძალღონის აყვავების ხანაში,ნამდვილი კეთილშობილებითა და ღირსებებით აღსავსეს,მახსოვს იგი შეყვარებული ნაზად,ვნებიანად,შმაგად,თამამად,მორიდებულად, და თითქმის ჩემს თვალწინ მისი სიყვარულის საგანი – ანგელოზივით ნაზი და მშვენიერი არსება – გაუმაძღარმა სიკვდილმა წაიღო. (ავტორი გენია.ჯი) მე არასოდეს მინახავს სულიერი ტანჯვის ისეთი საშინელი გამოხატულება,ისეთი მწვავე სევდა და უსაზღვრო სასოწარკვეთილება,როგორიც უბედურ შეყვარებულს დაეუფლა.ვერასოდეს წარმოვიდგენდი,თუ კაცი ისეთ ჯოჯოხეთს შეუქმნიდა თავის თავს,,სადაც იმედის ნასახი,იმედის აჩრდილიც და მისი ოდნავ მსგავსი რამეც კი აღარ იქნებოდა… ცდილობდნენ თვალებიდან აღარ მოეშორებინათ იგი,ყველა იარაღი გადაუმალეს,რითაც კი თავის მოკვლა შეეძლო.გავიდა ორი კვირა,მან უცბად თავს ძალა დაატანა: სიცილი,ხუმრობა დაიწყო; და ნებაზე მიუშვეს.ამით მან ისარგებლა და რევოლვერი იყიდა.ერთ დღეს უეცრად გასროლის ხმა გაისმა.დაფეთებული მშობლები ოთახში შევარდნენ და ნახეს,რომ ის იატაკზე გართხმული,თავგანგმირული ეგდო.ამ შემთხვევას საზოგადოებაში ერთი მეტად სახელგანთქმული ექიმი შეესწრო; მან ახალგაზრდას სიცოცხლის ნიშანწყალი დაატყო,ჭრილობა სასიკვდილოდ არა სცნო,გამოარჩინა,რითაც ყველა გააოცა.ამის შემდეგ მას კიდევ უფრო ადევნებდნენ თვალყურს.მაგიდაზეც კი ახლოს დანას არ უდებდნენ, და ცდილობდნენ ყველაფერი მოეცილებინათ,რითაც შეიძლებოდა თავისთავის ზიანი მიეყენებინა; მაგრამ სულ მალე მან ახლა სხვა რამ სცადა კიდევ და გაქანებულ ეტლს ბორბლებში ჩაუვარდა.ხელიც მოიტეხა,ფეხიც; მაგრამ ისევ გადაარჩინეს.გავიდა მას შემდეგ ერთი წელი,მე ის ერთ ხალხით სავსე დარბაზში ვნახე; მაგიდას უჯდა,ბანქოს თამაშობდა მხიარულად,უკან უდგა მის სკამზე დაყრდნობილი ახალგაზრდა მისი ცოლი და თვალყურს ადევნებდა თამაშს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>