სოფელს რა მხარეც ვუნახე,სუყველა მხარე მჭრელია,
ძმაცა ვცან და ძმობილიცა,ფეხქვეშ მიწისა მთხრელია,
სადაც მოკეთე მეგონა,სულ ყველა ჩემი მტერია;
ეს ამისთანა სიცოცხლე,აბა რა სანატრელია,
ნუ დაენდობი სოფელსა,სოფელი ჭრელი გველია.