ქრისტინა ჟივულსკას წიგნიდან – “მე გადავურჩი ოსვენციმს”
” – იცეკვე,შვილო,როგორც გიბრძანეს.ღიმილის საფარქვეშ დამალე შენი ღრმა მწუხარება.იცეკვე,ღმერთის წინაშე,უბედურო!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – მომეცი გოგონა ეგ ყვავილი.მას მე შენს კუბოზე დავდებ!”
* * *
“ყოველ სულიერ არსებას,იმასაც კი,ვინც სრულიად არაფერში სჭირდებათ,სიცოცხლე უნდა… ინსტიქტი… ჩვენ არა ვართ დამნაშავეები!”
* * *
” – ქრისტინა,კარგად დააკვირდი! ეს საშინელებაა,მაგრამ აუცილებლად უნდა შეხედო,რადგან ყოველთვის დაიმახსოვრო,რომ ვინც ამას სჩადის არასოდეს ეპატიოს!”
* * *
“ყველაზე საშინელი წუთი ის იყო,როდესაც გონზე მოსული გაიხსენებდი სად იმყოფებოდი”.
* * *
” – ჩვენი ვალია – გადავრჩეთ!”
* * *
” – მე ბანაკში ვარ.ეს – ოსვენციმია.ბანაკი ადამიანთა განადგურებისა.აქედან უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”.
* * *
” – აქ ყოველთვის უნდა გახსოვდეს,რომ უარესიც ხდება.ეს ჭეშმარიტება ოსვენციმში ძალიან დაგეხმარება”.
* * *
“მას შემდეგ,რაც გერმანელმა ზონდერებმა გაზის კამერა გააღეს,ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ.ისინი გახდნენ ყველაზე საშინელი სცენის მოწმენი.მოწმენი ისეთი სცენისა,რომლის წარმოდგენა მათ ჯოჯოხეთურ გონებასაც კი არ ძალუძდა.
ბავშვი მხოლოდ იმან გადაარჩინა,რომ გაზის გაშვების პროცესში იგი დედის ძუძუს სწოვდა და მხუთავმა აირმა მისი პატარა ფილტვები ვერ დააზიანა.სწორედ ამ დროს,ღმერთო ჩემო,განრისხებულმა მორიგე ესესელმა პატარას ხელი სტაცა და ცოცხალი ბავშვი აგიზგიზებულ კრემატორიუმში შეაგდო”.
* * *
“არასოდეს დაეცეთ სულით! გახსოვდეთ,რომ ადამიანს იმაზე გაცილებით მეტის ატანა შეუძლია,ვიდრე მას წარმოუდგენია!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ამ ამაზრზენი ქმედებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი – რუდოლფ ჰესი წერდა: “რუსეთის ნებით ოსვენციმი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სიკვდილის ფაბრიკად”.