ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ვინც ცხოვრების გარემოებათა თავის სასარგებლოდ გამოყენება იცის, ფრანგულად – პოლიტიკოსი ჰქვია. საფრანგეთის მეფემ, ლუი მეთერთმეტემ იცოდა, თუ საჭირო იყო, მყრალ გლეხსაც ეწვეოდა სტუმრად და დიდებულ დუკას ან გრაფს არ დაინდობდა და თავს მოაჭრიდა. უფრო პოლიტიკით იყო ძლიერი, ვიდრე ბრძოლით, უფრო მელია იყო, ვიდრე ლომი, აიკლო მტრები და გააძლიერა თავისი ქვეყანა”… - ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეეჰ, მეფე ან დიდი პანი რომ ვიყო, სულ ერთანად ჩამოვახრჩობდი იმ ბრიყვებს, რომლებიც თავზე ისვამენ დედაკაცებს…” – ნიკოლოზ გოგოლი (სოროჩინცის ბაზრობა)
* * *
„აი, დალახვროს ეშმაკმა! დაიწყებს რისამე კეთებას ქრისტიანი ხალხი, არაქათს გამოიცლის, როგორც მეძებარი კურდღლის დევნაში, მაინც არაფერი გამოდის; სულ სხვაა ეშმაკი რომ ჩაერევა. გაიქნევს კუდს – და აღარ იცი, საიდან რა გაჩნდება, თითქოს ზეციდან ჩამოვარდაო”. – ნიკოლოზ გოგოლი (მაისის ღამე,ან დამხრჩვალი ქალი)
* * *
„ვისიმე ცხოვრება რომ ქვეყნისათვის მუდამ ნაყოფიერი იყოს, ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეს, ვინაიდან სულიერი და შემოქმედებითი ძალები, ისევე როგორც ფიზიკურიც, ყოველთვის კალაპოტიდან ამოვარდნისა და დაბრკოლებათა დაძლევის შედეგად იზრდებიან. არაფერი ისე სახიფათო არ არის შემოქმედებითი არსებობისათვის, როგორც გულდაჯერებულობა, მექანიკური სამუშაო და გატკეცილი გზა”. – შტეფან ცვაიგი (ლევ ტოლსტოი)
* * *
„სირცხვილს მივეჩვიეთ. პატიოსნება ვიღას ახსოვს, როდესაც კუჭი გეწვის შიმშილით”. – ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)
* * *
„თუკი გლეხი ღარიბია, ღარიბია თვით სახელმწიფოც”. - ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)
* * *
„სიკვდილისა არ მეშინია, მაგრამ შერცხვენისა კი – ძალიან”. - ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)
* * *
„ყველა მართალია კარგი? ყველა მართალი როგორ იქნება კარგი? ყველა ტყუილია ცუდი? ყველა ტყუილი რატომაა ცუდი? აბა, ხომ ჯობია ცუდ მართალს კარგი ტყუილი? ჯობია. ამაშია საქმე”. – ნოდარ დუმბაძე (ასეთია ცხოვრება)
* * *
„ – არაფერი ისე უცხო არაა სარწმუნოებისთვის, როგორც სარწმუნოებრივი ომები. სარწმუნოებრივი ომების წარმოშობის მიზეზს რწმენა არ წარმოადგენს. ამ ომების შედეგად ადამიანები სულაც არ ხდებიან უფრო ღვთისნიერნი. ერთთათვის ამგვარი ომი პატივმოყვარული განზრახვის ხორცშესხმაა, მეორეთათვის კი სიმდიდრის მოხვეჭის საშუალება. წმინდანები არ გვევლინებიან სარწმუნოებრივი ომების დროს. ეს ომები, პირიქით, ასუსტებს ხალხსა და სახელმწიფოს, რომელიც ანგარებიანი ვნების მსხვერპლი ხდება”. – ჰაინრიხ მანი (მეფე ანრი მეოთხის სიყმაწვილე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადვილია ტვირთის აწევა, მაგრამ მძიმეა მისი ზიდვა”. – ალექსანდრე ვინოგრადოვი (პაგანინის ცხოვრება)