ხალხური პოეზიიდან…

ზვავი ვერ მამკლავს მთებისა,

მთიდან რო გააქ გრიალი.

ტყვია ვერ მამკლავს თოფისა,

ტყვია-ბევრცოდვებიანი.

ვერც დუშმნის ენა გამჩხიბავს

დაუნდობ-შხამგესლიანი.

მოვკვდები ლექსით დაჭრილი.

ლექსით გულწყლულებიანი.

საფლავშიც ლექსით ჩავწვები

მდუღარეცრემლებიანი.

საფლავზე მოვა ლექსის ხე,

ლექსის ტოტფოთლებიანი.

კომენტარის დატოვება