ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ბევრს ვიცნობ ისეთს,რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას,რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე”. – თედორე დოსტოევსკი (ორეული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დიდი ვაჟკაცობა გინდა,კაბარედან გამოყვანილ გოგოზე იმედს ამყარებდე,კარგ ცოლობას გამიწევსო”. – ხულიო კორტასარი (ცის კარიბჭე)
* * *
“ორმოცი წლის ქალს მხოლოდ იმ მამაკაცის თვალში აქვს ფასი,რომელსაც იგი მის ახალგაზრდობაში ჰყვარებია!” – სტენდალი (პარმის სავანე)
* * *
“ადვილად შეიძლება ხალხს თავი გაართვა,თუკი კაცმა იცი,როგორ მოეპყრა მას”. – ეტელ ლილიან ვოინიჩი (კრაზანა)
* * *
“თავისი თავის ცნობა უძნელესი რამ არის”. – შალვა დადიანი (გვირგვლიანების ოჯახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მშობლიური ჰაერით გაბერილი ერთი ღორის ბუშტი მთელ ჩვენს წამლებს ასჯერ და ათასჯერ გადაამატებს”. – ოთარ ჭილაძე (გზაზე ერთი კაცი მიდიოდა)
* * *
“ნუ გგონიათ რომ ყველაფერი უცვლელი დარჩება.იცვლება ბუნება,იცვლებიან ადამიანები.ყოველ თაობას ახალი ყური აქვს.ახლანდელი საუკუნის კამერტონი სხვაგვარად ჟღერს,ვიდრე გასული საუკუნისა”. – (ალექსანდრე ვინოგრადოვი (პაგანინის განკიცხვა)
* * *
“არაფერია ხალხთან ისე ახლოს,როგორც გულკეთილობა”. – ჰაინრიხ მანი (მეფე ანრი მეოთხის სიყმაწვილე)
* * *
“მე მგონია,რომ აზრთა,გრძნობათა და შთაბეჭდილებათა მეორე არსებისათვის გაზიარება ერთ-ერთი პირველი ბედნიერებაა ამქვეყნად”. – ნიკოლოზ გოგოლი (შეშლილის წერილები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიცოცხლის უდიდესი აქტი საკუთარი მეობის შეგრძნებაა,ხოლო მისი შედეგები ყოვლად სასიკეთო ანდა ყოვლად საშინელია იმისდა მიხედვით,თუ რისკენ – სხეულისკენ თუ სულისკენ იქნება მიპყრობილი ეს შეგნება”. – შტეფან ცვაიგი (ლევ ტოლსტოი)