ამონარიდი ნათანიელ ჰოთორნის მოთხრობიდან – “ედუარდ ფეინის ვარდის კოკორი”
“ალბათ არ არსებობს წარმოსახვისათვის უფრო რთული ამოცანა,ვიდრე ხანში შესული სევდიანი ადამიანის ფიგურის ცქერისას,აზრობრივად აღადგინო ამ ადამიანის სიჭაბუკე და ისე,რომ არ დაივიწყო სახის ფორმა და ნაკვთები,აღადგინო ის მიმზიდველი თვისებები,რაც დრომ წაიღო.ზოგიერთი მოხუცი,განსაკუთრებით ქალები,ისე დაღლილ-დაქანცულად და გაწამებულად გამოიყურებიან წლების ტვირთის ქვეშ,თითქოს არც არასოდეს ყოფილან ახალგაზრდები და მხიარულები.უფრო ადვილია წარმოიდგინო,რომ ეს პირქუში აჩრდილები ამ ქვეყანას მოევლინნენ,როგორებსაც ახლა ვხედავთ მათ,მხოლოდ ტანჯვისა და უბედურების თანაგრძნობის უნარი რომ შერჩენიათ და მხოლოდ ერთი დანიშნულება – იფხიზლონ სასიკვდილო სარეცელთან და აქვითინდნენ დაკრძალვაზე,ქვრივის სამგლოვიარო ტანსაცმელიც თითქოს მათი არსების განუყოფელი ნაწილია; ისინი პირქუშ ლანდებად არიან ქცეულნი,რომლებიც უცნაურად დაეხეტებიან ადამიანურ მზისქვეშეთში. და მაინც,არც ისერ ფუჭი ამოცანაა – ავიღოთ ერთი ასეთი მწუხარე არსება და ვაიძულოთ ფანტაზია ამოქმედდეს,რათა მქრალ მზერას ნათელი მოვფინოთ და გავამუქოთ ჭაღარა თმა,უფერული ღაწვები ვარდისფრად ავაღაჟღაჟოთ და გავასწოროთ მოკაკული ბებერი ფიგურა,სანამ დედაბრის სავარძელში დილის სიქორფით მოციმციმე გოგონა არ აღმოჩნდება.ამ საოცრების ახდენის შემდეგ,აიძულე ერთმანეთზე უფრო მძიმე წლები ყველაფერი უკან წაიღონ და ნორჩი არსების მხრებს სიბერისა და უბედურების მთელი ტვირთი დაადეთ.ამ გზით შეძლებთ ამოიკითხოთ ნაოჭები და ზოლები,დროის ეს დაღი, და აღმოაჩენთ,რომ მათში დიდი გაკვეთილი დევს აზრისა და გრძნობებისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)