ხალხური პოეზიიდან

ქალს სილამაზე ხილადა

ვთხოვე – არ დამაძლევინა,

დავღონდი,წყალი მომწყურდა,

წვეთი არ დამალევინა.

მომხედა,თოლნი შემყარა,

ნაწინწკლებ წამაყრევინა,

დამრცხო,ავინთე,გავწითლდი,

თავი ძირს დამახრევინა.

სიტყვები გადამავიწყა,

ენა სულ ამარევინა,

არც მითხრა-მოდი,არც წადი,

არც თავი დამაღწევინა.

ტიალი,რაი ყოფილა,

თავბედი დამაწყევლინა.

დახე წყეულსა დიაცსა,

რა დღემდე მომაღწევინა.

კომენტარის დატოვება