ამონარიდები ჯონ გოლზუორთის შესანიშნავი მოთხრობიდან – “პირველი და უკანასკნელი”

“ხშირად მიკვირს,რამდენ ხანს შეუძლია გასძლოს შიმშილით სიკვდილის პირს მისულმა ადამიანმა ისე,რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ დაჰკარგოს? არც თუ ისე დიდხანს! დაიხსომეთ ჩემი სიტყვა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“თუ ზოგი ადამიანი ნებისყოფის დაძაბვით ერთდროულად მხოლოდ ერთ საქმეს ადგია და აკეთებს,არიან ისეთნიც,რომელნიც ნებისყოფის სისუსტის გამო ხან ერთ საქმეს ეცემიან,თანაბარი გულმოდგინებით,ხან მეორეს.ასეთი ბუნების ადამიანებს,თვით ნემესიდიც (შურისძიების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში – ავტორი გენია.ჯი) კი,რომელიც სუსტნებისყოფიანებს იგდებს ხოლმე ხელთ ვერ მოიყვანს ჭკუაზე,პირიქით,კიდეც უწყობს ხელს მათ საყვარელ განწყობას: რის მაქნისია? სულ ერთია,ხვალ ხომ დავიხოცებითო”.

* * *

“რა არის სიცოცხლე? ერთი ამოსუნთქვა,გაელვება,მეტი არაფერი!”

* * *

“ზოგი ისეთი ბუნებისაა,ათ საათზე რომ ჩამოხრჩობა ელოდეს,რვა საათზე ჭადრაკს ითამაშებს არხეინად.ამნაირი ხალხი მუდამ წარმატების გზით მიდის.ამათგან გამოდიან ჩინებული ეპისკოპოსები,რედაქტორები,მსაჯულები,იმპრესარიოები,პრემიერ-მინისტრები,მევახშეები და სარდლები.ისინი მართლაც მშვენივრად ართმევენ თავს ყოველ თანამდებობას,რაც კი მათ ძალაუფლებას ანიჭებს თავიანთ თანამოძმეებზე.მათ მოეპოვებათ სულიერი საყინულენი,სადაც ინახება მათი ნერვული სისტემა.ამისთანა ადამიანებს ან ძალიან ცოტა აქვთ,ანდა სრულიადაც არ გააჩნიათ,ის მოძრავი,მჩქეფარე გრძნობა და მტკიცე განწყობა,რომელიც ცნობილია ისეთი ბუნდოვანი ცნებების სახელით,როგორიც გახლავთ აზროვნება,პოეზია,ფილოსოფია.ესენი ბრძანდებიან ფაქტებისა და გადაწყვეტილი,უყოყმანო მოქმედების ადამიანები; წარმოსახვას,როგორც მოენებებათ,მაშინ ჩაურთავენ ან გამოურთავენ და გრძნობას უქვემდებარებენ გონებას.არავის აგონდება ისინი,როცა სიო არხევს ყანებს,ანდა მერცხლები დანავარდობენ ლაჟვარდში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“გამოუმჟღავნებელი დანაშაული მთელ სიცოცხლეს გაუმწარებს კაცს; სადაც არ უნდა გადაიმალოს,ეს საიდუმლო ყველგან თან სდევს; მუდამ ბეწვზე ეკიდება მისი ბედი – ერთი უთავბოლო სიმთვრალე და ხელად დასცდება კიდეც მის ბაგეს საიდუმლო!”

* * *

“უცნაურია,რა სუსხსა და უხერხულობას გრძნობს კაცი კანონის წინაშე!”

* * *

“შეყვარებულ ქალს ისევე ძნელად დაემალება სატრფოს გუნება-განწყობილების ცვლა,როგორც მუსიკას ვერსად დაემალება ადამიანის გული ისე,რომ მასზე გავლენა ვერ მოახდინოს.ხოლო თუ ამ ქალს დიდი ტანჯვა-წამებაც აქვს გამოვლილი და მხოლოდ პირველად იგემა სიყვარულის სიტკბოება,მაშინ ხომ სატრფო სრულიად ამაოდ ეცდება თავის გულის მოძრაობის დამალვას! და თანაც უფრო აღმატებული თავგანწირულობისა და თავდადების წყალობით ქალი ხშირად იმასაც ახერხებს,საყვარელ ადამიანს დაუმალოს,რომ მას გუმანი აღებული აქვს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>