ერთხელ შენც გნახე სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე,გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა.
მაგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა.