“სიბრძნის წუთი”
ერთხელ ბაზარში მყოფი მდიდარი და გავლენიანი მოქალაქე გაქურდეს.მომპარავის დაკავება ვერ მოხერხდა,თუმცა ჟანდარმერიამ ბაზრის ყველა შესასვლელი გადაკეტა,ხოლო შიდა პერიმეტრიდან გარეთ გასვლა კი ყველას აუკრძალა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე დროს,ბაზრის დარაჯი გაგზავნილი იქნა ადგილობრივ ჯადოქართან,რათა ბაზარში მყოფ ხალხში მომპარავი გამოევლინა.მალევე გაოცებული ხალხის თვალწინ ჯადოქარმა ერთ-ერთი მაგიური რიტუალის შესრულება დაიწყო.რიტუალის დასასრულს კი ხმამაღლა თქვა: ქურდს ქუდი ეწვისო.მოულოდნელად,ხალხის მასაში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა ქუდზე ხელი იტაცა,რითაც საკუთარი თავი გაცა.ხალხში კი გავრცელებული იქნა გამოთქმა: “ქურდს ქუდი ეწვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)