ამონარიდი ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ემიგრანტები”
“არც ერთი დემობილიზებული უარს არ იქნებოდა,ომიდან დაბრუნების შემდეგ კაი მაგარი მუშტი-კრივი გაემართა.ბოლოს და ბოლოს,ვიდრე ბრიყვები სანგრებში ისხდნენ,ჭკვიანები დროს არ კარგავდნენ ზურგში.მაგრამ ხელისუფლებამ უკან დაბრუნებულ “სამშობლოს დამცველთ” ნება მისცა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოეძებნათ ადგილი ცხოვრებაში.ყველაფერი ახალი იყო,მორღვეული.ყველაფერი დაიძრა,აირ-დაირია.ფრანკი ეცემოდა,ფასები იზრდებოდა.
დემობილიზებულნი შაშხანით შეჩვეულ ხელებს გაჭირვებით ყოფდნენ მოლარის სარკმელში შაბათის უბადრუკი ჯამაგირის ასაღებად.რაც გინდა თქვი მშვენიერ სამშობლოზე,მაგრამ სული გააცხებინო ურიცხვ ადამიანს,რათა ზოგიერთები კვლავ და კვლავ განთიადის ბურუსში მორჩილად მიაბიჯებდნენ აგურის კორპუსთა საყვირებისკენ და მხრებზე ხელსაწყოების ქერელის ტილოს ბოხჩა ჰქონდეთ მოგდებული,სხვებმა კი იმავე ქვაფენილზე ბრწყინვალე მანქანებით იქროლონ (მძინარე სიფათები,დამჭკნარი თაიგულები,სმოკინგის პერანგის დაჭმუჭმნული გულისპირები),აქ შეიძლებოდა კაცი დაფიქრებულიყო: “ეს რაღაა,სხვისი ბედნიერება გიყიდია შენი სისხლით? ბრიყვი ხარ შენ,ჟაკ!” – (ავტორი გენია.ჯი)