ამონარიდები წიგნებიდან…
“მზე, რადიკალურად სოციალისტური ნირის მნათობი,მცირეთა შორის ერთადერთი ობიექტია,ვისი სათავისოდ ექსპლოატაციაც ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა,რადგან არ არსებობენ ციურ სხეულთა მესაკუთრენი,მზე თავისუფალია და მისი შუქი ერთნაირად მოეფინება მშიერი კაცის გამომშრალ კანსაც და მაძღრის ქონით გაპოხილ ღიპსაც”. - იოზეფ როთი
* * *
“ვინც შეიცნო დედა,მან ძედ შეიცნო თავი”.
* * *
” – ჰუმანისტი სიხლსავსე ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს.ვინ იყვნენ,წინა საუკუნის დიდი ადამიანები?! ებრაელები,არა?! მარქსი,ფროიდი,აინშტაინი! არა,განა მარქსის მომხრე ვარ… მარქსი გიჟია… ანდა ფროიდის… არა,მე სულიერი ჰუმანიზმისკენ ვისწრაფვი… მჯერა,რომ ებრაელთა მოდგმა განსაკუთრებულია… განსაკუთრებული… რას ნიშნავს ეს სიტყვა? განსაკუთრებული,ანუ ისეთი,რომელიც ჰუმანიზმს გაავრცელებს… ჰუმანიზმი ებრაელთა განდევნით იწყება,ახლა კი… ებრაელები სრულყოფენ ჰუმანიზმს.ნაცისტების შემდეგ მხოლოდ ებრაელებს აქვთ ჰუმანიზმის,მისი საზღვრებისა და შესაძლებლობების წვდომის უფლება.ჰოდა,იმას ვამბობ,რომ ჰუმანისტი სიხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს და არ არის მიჯაჭვული მხოლოდ თავის პროფესიაზე! რელიგიური ადამიანი თავიდან ბოლომდე რელიგიურია,თვითონ არის საკუთარი თავის რელიგია! გავაგრძელო?”. – ჯოის კეროლ ოუტსი
* * *
“ამქვეყნად ყოველივე კარგსა და კეთილს ებრძვის ბოროტი”. – იოზეფ როთი
* * *
“ჩიტები იქაც გალობენ,საცა ადამიანი ტირის და გოდებს”. - იოზეფ როთი
* * *
“კაცი რომ ყველაფერს მოერიდო,სევდისაგან გაიგუდები”. – რომენ გარი
* * *
“ლოდინს უნდა გავუძლოთ.ლოდინს და დროს,რომელიც თანდათანობით ყველაფერს გამოაჩენს,ადრე თუ გვიან საიდუმლოს ფარდას ახდის.სხვა გზა არ გვაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – სიკვდილის არ გეშინია?
- რატო მეშინია?
- რატომ არა?
- იმიტომა რომა,სიკვდილი ვალია,უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი”. – გოდერძი ჩოხელი