ამონარიდები ფრანსუა რაბლეს რომანიდან – „გარგანტუა და პანტაგრუელი”
„გულისა ტკენა ათასმა რამემ იცის, მაგრამ ყოვლისა უფრორე სამძიმო ის არი, ვისგანაც წყალობასა და სიამტკბილობასა მოელი, ავსა და ბოროტს რომ მოგაგებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეისმენენ და შეგნებენ ფილოსოფოსნი, რომ სრულიად მთელი იმათი სწავლა-ცოდნა, როგორაც იმათივე წინამორბედთა სწავლა-ცოდნა, ოდენ იმის კნინ ნაწილსა შეადგენს, რაიცა არს და რაიცა იმათ ჯერეთ არ უწყიან”.
* * *
„რაოდენ მართალი იყო დიდად ჭკვიანი ტალესი, რომელმან ეგვიპტისა მეფისა ამასისის კითხვასა, რა არს ქვეყანაზედ ყოვლისა უფროისად გონიერიო, მიუგო, რა და, დრო-ჟამიო, რამეთუ ოდენ დრო-ჟამი ცხადყოფდა მიწყივ და კვალად ცხადყოფს, გააცხადებს ყოველსავე დაფარულ-დამალულსა, და სწორედ ამად უხმობდნენ ძველნი კაცნი სატურნსა, ესე იგი დრო-ჟამსა,ჭეშმარიტების მამასა, ხოლო ჭეშმარიტებასა – დრო-ჟამისა ასულსა”.
* * *
„სუყოველი კაცი ქვეყანაზედ აბგიანი, მახალ-მანდიკგადაკიდებული იბადებაო, სიკვდილისა შვილთა ხვედრი ჭირთა დათმენა და სამწყალოდ ცხოვრებააო, ცისა ქვეშე არცვინ იმისთანა მძლეთა მძლე მეფეა, ვინაც მეორე კაცსა არ დაისაჭიროებსო; არცვინ იმისთანა ამაყი თუ ყიფი უპოვარია, ვისაც მდიდარი და პოვნიერი კაცი არ დაეჭირვებაო, გინდაც თვითონ ფილოსოფოსი ჰიპია იყოს, დია ფხიანი და ხელგამომავალიო, დაღათუმცა, კაცთათვის კიდევ უფრორე ძნელია უსასმელობისა ატანა, ვინემ უაბგოდ თუ უმახალმანდიკოდ გაძლება. აქა იმის თქმა მწადს, რომ არა სიცილისა ნიჭი და უნარი, არამედ სმისა ნიჭი და უნარია განმასხვავებელი თვისება კაცისა, ცარიელ სმაზედ არ გესიტყვაპასუხებით, სმა ხვასტაგმაც იცის, ოღონდ დასაწაფებელი და დასარწყულებელი ნახოს, მე სათავითაო ჩაციებულ ღვინოსა ვგულისხმობ, თქვე ღვინოზედ დაძეძებულნო! ერთსა გეტყვით და დახსომეთ, მოყვასნო კაცნო: ღვინოსა იმად ვსვამთ, რათა გავღმერთდეთ, ღვინო ცისა ნებისად, სარწმუნოდ, ბინიან-საბუთიანად მქადაგებელი და მომავალ საქმეთა შეუმცდარი წინასწარმცნობელია და მენცარია, გონებისა ამხედველება უწყის”.
* * *
„მეშეშისათვის ნაჯახი ისეთივე რამ განძი და საუნჯეა, ვითარცა მეფეებისთვის სამეფო”.
* * *
„ – ჩემსა სიცოცხლეში ბარე ხუთასზედ მეტი ჩამომხრჩვალი მაინც მინახავს, მაგრამ შენებრ უცხოდ ჯერ არცვინ არა ყოფილა ჩამოკონწიალებული. ეგრე კოხტად რო ვეკიდო, მთელი ცხოვრება თავსა არც ჩამოვიხსნიდი”.
* * *
„არავინ უწყის, რას რა მოჰყვება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული ხმალამოღებული ხელმწიფეა”.
* * *
„ვითა სახლსა არას არგია გარეთ გატანილი საჭურველი, ოდეს თავად სახლ-სამყოფელსა შინა ჭკუა არვის ეკითხვის, აგრევე მსგავსად სწავლაც უქმია და რჩევაც ფუჭი, თუ რომ დროთი არ შეესხმით ხორცი და ფარსაგად არ მოიხმარ”.
* * *
„სიღატაკემ დავა იცის, ყოველნი მოდავენი კი ღატაკნი არიანო. და, ალბათ, იმათ უფრორე მალე მოეღებათ ბოლო, ვინემ დავა დაუბოლოვდებათ, და მართალი და მტყუანი გამოჩნდებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)