ამონარიდები როჟე მარტენ დიუ გარის დიდებული რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”

„გოეთეს მიაჩნდა, რომ უსამართლობასა და უწესრიგობას შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს: და თვითონ უსამართლობას ირჩევდა. მე კი სხვა აზრისა ვარ!

მე ვთვლი, რომ სამართლიანობის გარეშე არასოდეს დამყარდება ნამდვილი წესრიგი. ჩემი აზრით, უსამართლობას ყველაფერი სჯობს. ყველაფერი… თვით სასტიკი რევოლუციური უწესრიგობაც კი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ გულუბრყვილო ხალხს მიაჩნია, თუკი ადამიანი სრულყოფილი არაა, ეს მხოლოდ საზოგადოების ნაკლის შედეგიაო; ამიტომაც ბუნებრივია, რომ ისინი მთელ თავიანთ უაზრო იმედებს რევოლუციაზე ამყარებენ. შეეძლოთ მაინც ისე აღიქვან საგნები, როგორც ეს სინამდვილეშია… ერთხელ და სამუდამოდ მაინც უნდა შეიგნონ – ადამიანი ბინძური ცხოველია და მეტი არაფერი, და რომ აქ ვერაფერს გახდება კაცი… ყოველი სოციალური წყობა საბედისწეროდაა განწირული, არეკლოს ის, რაც კი ადამიანის ბუნებაში უსაშველოდ ცუდია”…

* * *

„უდიდესი უსამართლობა ის შეუფარდებლობა კი არ არის, რასაც კაპიტალისტი თავისი ანაბარის გასამრჯელოდ იღებს და რაც ხელფასის სახით ეძლევა მშრომელს, ყველაზე თვალშისაცემი უსამართლობა აი რა არის: ფული მხოლოდ იმათთვის მუშაობს, ვისაც იგი აქვს! თანაც მუშაობს თ ა ვ ი ს თ ა ვ ა დ, ფულის პატრონი თითსაც კი არ ანძრევს!”

* * *

„ერთადერთი ბოროტება – ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციაა”.

* * *

„განათლებული და კომპეტენტური პიროვნებები მუდამ უმცირესობას შეადგენენ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ სამყაროში ყველაფერი გაყალბებულია, პიროვნების პატივისცემა არ არსებობს, ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ანგარებაა, თითოეულის ოცნება – გამდიდრებაა და მეტი არაფერი! ეს ის სამყაროა, სადაც ფულის ყოვლისშემძლეობას ხელთ აქვს შემზარავი ძალაუფლება, საზოგადოებრივ აზრს მოსყიდული პრესით ატყუებს და თვით სახელმწიფოც კი დამონებული ჰყავს… ეს ის სამყაროა, სადაც პიროვნება, მშრომელი ნულამდეა დაყვანილი! ეს ის სამყაროა”…

* * *

„კაცობრიობის უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა უნდა იკისრონ არა კაცთმოყვარე უტოპისტებმა, არამედ მეცნიერული მეთოდით შეიარაღებულმა სწავლულებმა, დინჯი გონების მქონე ხალხმა!”

* * *

„ – რას იზამ? ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება მოქმედებაა და არა ფილოსოფოსობა!.. ცხოვრებაზე ფიქრი? რა საჭიროა? დიდი ხანია ცნობილია, რა არის ცხოვრება: დიდებული წუთებისა და უსიამოვნებების უაზრო ნარევი! ერთხელ და სამუდამოდ გამოიტანეს ეს განაჩენი… ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>