მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,გენიალური ესპანელი მწერალი და უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელის” ავტორი - მიგელ დე სერვანტეს საავედრა (1547-1616 წლები) სწორედ იმ დღეს (1616 წლის 23 აპრილს) გარდაიცვალა ჰიდროცეფალიის შედეგად,როდესაც აღესრულა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში საუკეთესო ინგლისელი დრამატურგი – უილიამ შექსპირი (ცნობისათვის, 1616 წლის 23 აპრილს ევროპაში დასრულებული იქნა “რენესასნსის” ისტორიულ-კულტურული ეპოქაც). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,როგორც რამდენიმე გავლენიანი წყარო ირწმუნება,სერვანტესი შექსპირზე 11 დღით ადრე გამოეთხოვა წუთისოფელს.აქვე უცილობლად გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ იმ პერიოდის ესპანეთში “გრიგორიანული კალენდარი” იყო მოქმედებაში,ხოლო ინგლისში კი “იულიუსის კალენდარი” ფუნქციონირებდა.გარდა ამისა,საყურადღებოა ისიც,რომ XVII საუკუნის ესპანეთში დამკვიდრებული წესის თანახმად,გარდაცვალების თარიღად ცხედრის დაკრძალვის დღე აღინიშნებოდა ჩანაწერებში და არა მისი გარდაცვალების ნამდვილი დღე.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას საფლავი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული,რამაც მისი დაკარგვა გამოიწვია.ამ გენიალური ლიტერატორის საფლავზე არც საფლავის ქვა და შესაბამისად,არც რაიმე სახის წარწერა არ ყოფილა გაკეთებული.პირველი ძეგლი სერვანტესისა აღმართული იქნა 1835 წელს და მასზე ლათინური ანბანით დაწერილი იქნა შემდეგი სიტყვები: “მიგელ დე სერვანტეს საავედრას,ესპანელი პოეტების მეფეს”. – (ავტორი გენია.ჯი)