ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
“მე მოხეტიალე კაცის ღირსეულ ცხოვრებას ვეწევი.ჩემი ცხოვრება,მართლაც,ფრიად საინტერესოა: ვარსკვლავებთან,ყვავილებთან,მწვანე ხეების ჩრდილებქვეშ განმარტოებით გატარებული წამები,სადაც მსუბუქი ნიავი ჩურჩულით ეტრფიალება მოხატულ მდელოს და მისი ამბორით წელში იხრებიან ტანკენკერა ბალახები! ან კიდევ ჩემი წიგნები! ჩემი საყვარელი ფილოსოფოსები და მათი ფიქრები! თუმცა სილამაზე,მუსიკა,ხელოვნებით მოგვრილი სიხარული.რას ბრძანებთ? როდესაც მე ბნელეთს დავინთქმები,მეცოდინება,რომ ნამდვილად კარგად ვიცხოვრე და ცხოვრებას წარვტაცე ყოველივე,რაც მსურდა,ან რისი მოცემაც შეეძლო.მაგრამ ეს ორფეხა სასაპალნე ცხოველები,ეს ოცაკრიანი მუშა პირუტყვი,განთიადიდან დაღამებამდე ოფლს ღვრიან მიწაში,ბეჭებზე პერანგი ათასჯერ დაუსველებიათ და მხოლოდ იმიტომ,რომ ერთი ლუკმა პურითა და ხორცით მუცლები ამოივსონ და ჭერიდან წყალი არ ჩაუვიდეთ,მოამრავლებენ ახალ თაობებს,რომ მათ შემდეგ ასევე პირუტყვულად განაგრძონ,იმავე ხორცითა და პურით ამოივსონ მუცელი,ისევე იდინონ ოფლი ბეჭებზე და საიქიოსაც ისე გაემგზავრონ,რომ მხოლოდ ხორცის,პურის და შესაძლებელია,მურაბის გემო გასინჯონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველა ადამიანური საქმე საბოლოოდ როგორღაც მაინც გადაწყდება”…
* * *
“ყველა ნორჩი ქალწულის ცხოვრებაში დგება ისეთი დრო,როდესაც სიყვარულის მაცნე ფუტკარი ხმამაღლა,გაბმულად დაბზუის თავს უცოდველ სიყვარულზე.აი,სწორედ აქ არის საჭირო წინდახედულება,რომ შეცდომა არ დაუშვა ცხოვრებაში და ის არ აქციო გულის მიჯნურად,ვისი სიყვარულიც არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – დიდ ადამიანად ქცევისათვის ლოგიკის კანონებით აზროვნება სრულიადაც არ არის საჭირო.პირიქით,ძალიან ბევრი ადამიანი,რომელიც ლოგიკურად აზროვნებდა ცხოვრებასა და სამყაროზე,დიდ ადამიანებად ვერ იქცნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჭეშმარიტად დიდი ადამიანი ყოველთვის გრძნობს,რომ მისი სიცოცხლე მის ერს ეკუთვნის და რაც მას ღმერთმა უწყალობა,საკუთრად მის კუთვნილებას კი არ წარმოადგენს,არამედ მისი საშუალებით მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა”.
* * *
“თუ რაიმე გულით გწადია,უკან ნუ დაიხევ,სულ ერთია,როგორ შეისყიდი,დოლარებით თუ საკუთარი სიცოცხლის ფასად”.ასე ვცხოვრობთ დღემდე.ეს არის,ალბათ,ჩვენი ბედისწერა და ჩვენი ცხოვრების თავი და ბოლო”.